„10, 19 და 28 ივლისი“ - ასტროლოგები გვაფრთხილებენ რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეებში

ჰოროსკოპი

2023 წლის ივლისში ბევრი სხვადასხვა მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა, რომლებიც, თავის მხრივ, თითოეულ ადამიანზე გავლენას მოახდენს. თუმცა, დღეს გაგიზიარებთ, მიმდინარე თვის განმავლობაში, რომელი დღე იქნება წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

10, 19 და 28 ივლისი

კარგი დროა ურთიერთობების განსავითარებლად. აღნიშნულ დღეებში შეგიძლიათ, თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს დაელაპარაკოთ, გაარკვიოთ ყველა დეტალი და გადაწყვეტილების მიღებაზე იფიქროთ. ასტროლოგების აზრით, ამ დღეებში ადამიანები განსაკუთრებით ემოციურად იგრძნობენ თავს და გრძნობების გამოხატვა უფრო მეტად მოუნდებათ. ამიტომ, თუკი აპირებთ, თქვენს შეყვარებულს, მეუღლესა თუ პარტნიორს ურთიერთობაზე დაელაპარაკოთ, ეს თარიღები ხელსაყრელია. კომუნიკაცია წარმატებით დასრულდება.

13 და 31 ივლისი

დროა, ზედმეტი ნივთები და ემოციები სამუდამოდ მოიშოროთ! ასტროლოგების თქმით, აღნიშნულ დღეებს ძლიერი ენერგია აქვთ და თუკი განახლებისკენ გადადგამთ ნაბიჯს, სამყარო მხარს დაგიჭერთ. გადაყარეთ ძველი, უსარგებლო ნივთები და სახლი გაასუფთავეთ. სამუდამოდ დაემშვიდობეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენთვის ბედნიერება აღარ მოაქვთ და აუცილებლად ახალი და ბევრად უკეთესი შესაძლებლობები გამოჩნდება.

⇒  VIDEO: „ცხოვრება გრძელდება, ეს არ არის დასასრული“ - დიასა მიმართვას ავრცელებს

9800 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - ნახეთ მისამართები

⇒ „წახვედი შენს საყვარელ დედასთან...“ - ახლობლები სვანეთში დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან