ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
29 სექტემბრის სავსემთვარეობასთან დაკავშირებით, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და განმარტავს, რისი კეთება (არ) არის სასურველი ამ დღეს.
„დღეს, 29 სექტემბერს, სავსემთვარეობაა და საკმაოდ რთული... ამიტომ მეტად გამოვიჩინოთ სიფრთხილე, მეტი წინდახედულობა, მოერიდეთ მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას, ასევე, გადაწყვეტილებების მიღებას, საბუთებზე ხელის მოწერას შეძლებისდაგვარად, მკურნალობის დაწყებას ან ოპერაციებს თუ გადაუდებელი არ არის.
ნუ გაჩერდებით ტოქსიკურ ადამიანებთან, არ ვარგა მძიმე საკვები (ხორცი, ალკოჰოლი), ყვირილი, განკითხვა, საქმის გარჩევა გადადეთ სხვა დღისთვის. ეს დღე გაატარეთ სულიერ სიმშვიდეში და თქვენთვის სასიამოვნო გარემოში, უკეთესი იქნება, თუ სახლში იქნებით…
ძალიან კარგია დასამთავრებელი ან გართულებული და დროში უსაშველოდ გაწელილი საქმეების გეგმის ჩამოწერა, რადგან როგორც არაერთხელ მითქვამს, სავსემთვარეობიდან 10-12 დღის მანძილზე ასეთ რთულად დასამთავრებელ საქმეებს შემდეგ მარტივად დაასრულებთ.
ასევე, კარგია უახლოეს დღეებში სწორი კვების, მასაჟებისა და ვარჯიშის დაწყება, რადგან წონის კლება მარტივად ხდება უახლოეს 12 დღის განმავლობაში და ისარგებლეთ ამ სიკეთით… დალოცეთ ყველა… ეს მნიშვნელოვანია.
გაუგზავნეთ სამყაროს მშვიდობის, ბედნიერების სიკეთისა და ბედნიერების სურვილები… სიკეთე გქონოდეთ მუდამ შინ და გარეთ,“ - ვკითხულობთ ასტროლოგის ფეისბუკ პოსტში.
ასევე ნახეთ:
როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ოქტომბრამდე საქართველოში - განახლებული პროგნოზი
Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334
13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1734030984