პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ზამთრის ბოლო თვე – თებერვალი, როგორც ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი ამბობს, საკმაოდ პოზიტიურია, ამ პერიოდში ადამიანებს შეეძლებათ, აქტიურად იმოქმედონ და წარმატებებს ადვილად მიაღწიონ.
„დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა ჰარმონიული იქნება თვის პირველ ნახევარში, ამ დროს შესაძლებელი იქნება იანვრის თვის ნეგატიური შედეგების კომპენსირება და ახალი მიზნებისა და პერსპექტივების დაგეგმვა და გამოყენება.
ასე რომ, ეს თვე ადამიანებს მისცემს საკუთარი ნიჭის დემონსტრირების საშუალებას და შესრულებული საქმეების შედეგით კმაყოფილებას.
თებერვლის თვე, შეიძლება, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ერთგვარი გარდაქმნების პერიოდად ჩაითვალოს. მზე 19 იანვრამდე მერწყულის ზოდიაქოში იმოძრავებს, რის გამოც დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა ჰარმონიული იქნება, რადგან შესაძლებელი გახდება იანვრის ნეგატიური ტენდენციების კომპენსირება და ახალი პერსპექტივების გამოყენება.
თებერვლის 20 რიცხვამდე პერიოდი სასიკეთოა ცხოვრებისეული ცვლილებების დასაგეგმად, ხელმძღვანელობასთან, მაღალჩინოსნებთან ურთიერთობისათვის, მოლაპარაკებების ჩასატარებლად, ხელშეკრულებების დასადებად და კონტრაქტების გასაფორმებლად. 16 თებერვლიდან პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში, რაც გამოაცოცხლებს ურთიერთობებს და მათ მეტ ემოციურობასა და კეთილგანწყობას შესძენს. თვის შუა პერიოდში კი სპეციფიკური პლანეტარული განლაგება გააძლიერებს საკუთარი წესებით, შინაგანი რწმენით, შეხედულებებით, კანონებით მოქმედების უნარს, რის გამოც ბევრი ადამიანის მოქმედება მეტად გაბედული, თამამი და მიზანსწრფული გახდება“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
წყარო: „თბილისელები“
ასევე დაგაინტერესებთ: