რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ მაისის თვე ნაკლები დანაკარგებით განვვლოთ

ცაგარელი

მიხეილ ცაგარელი ამბობს, მაისი, ანუ გაზაფხულის ბოლო თვე, საკმაოდ ფრთხილად გასავლელი პერიოდი იქნება ყველა ჩვენგანისთვის. აუცილებელია, ქმედებების კონტროლი და განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა, სანამ ნაბიჯს გადავდგამთ. 

ცაგარელის თქმით, საჭიროა პარტნიორული ვალდებულებებისა და ხელშეკრულებების შესრულება. ეგოცენტრიზმი და გულმავიწყობა შეიძლება, გახდეს მეგობრებთან კონფლიქტების, დროის, ენერგიისა და მატერიალური სახსრების უქმად ფლანგვის მიზეზი.

15 მაისამდე პერიოდში გაიზრდება ემოციურობა და გარემოებებით უკმაყოფილება, მოიმატებს გაუაზრებელი და ნაჩქარევი გამონათქვამები და გადაწყვეტილებები. მაგრამ, პლანეტა ვენერას ზემოქმედებით, ნელ-ნელა შესაძლებელი გახდება ურთიერთობების დარეგულირება, გაჩნდება მეტი გულახდილობის, ცოდნისა და ინფორმაციის გაცვლისა და გაზიარების სურვილი. ამიტომ, 15-დან 23 მაისამდე დროის მონაკვეთი სასიკეთოა როგორც პირადი, ისე საზოგადო და პოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად, პოლიტიკური ცვილებებისა და გლობალური კონფლიქტური სიტუაციების გასანეიტრალებლად. პერიოდი, ასევე, პოზიტიურია კონტრაქტებზე ხელის მოსაწერად, ახალი ვალდებულებების ასაღებად, ბიზნესისა და პირად ცხოვრებაში ცვლილებებისათვის. ნახეთ სრულად