რა გავლენას მოახდენს 2024 წლის მარტის თვის ენერგია თითოეულ ადამიანზე და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ

ჰოროსკოპი

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, მარტის თვის ენერგია 5 რიცხვიდან გავრცელდება და 4 აპრილამდე გაგრძელდება. მარტს ცეცხლოვანი კურდღლის ენერგია მართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ განსაკუთრებით მგრძნობიარე და ემოციური პერიოდი გველის, როცა თითოეული ადამიანი აღნიშნულ თვისებებს საკუთარ თავში გაძლიერებულად აღმოაჩენს. იმაზე ხშირად დაგვჭირდება მხარდაჭერა, საყვარელი ადამიანების მხრიდან ყურადღება და მათი გამხნევება, ვიდრე წინა პერიოდებში. ამავდროულად, მომატებული ემოციურობის ფონზე, იზრდება იმპულსური გადაწყვეტილებების მიღების, კონფლიქტებისა და კომუნიკაციის გართულების რისკიც. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მარტში რაიმე შეთანხმების მიღწევა საკმაოდ რთული იქნება. ამიტომაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების ორგანიზება ამ პერიოდში, ალბათ, არც ისე კარგი გადაწყვეტილებაა.

გარდა ამისა, შესაძლოა, იგრძნოთ კონკურენცია, გაიზარდოს მანიპულაციის რისკი, გაიგოთ ის ინფორმაცია, რომელიც ადრე დამალული, ან გარკვეულწილად მიუწვდომელი იყო. ახალმა, მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ შეიძლება, თქვენს შემდგომ ქმედებებზე და გადაწყვეტილების მიღებაზე დიდი გავლენა მოახდინოს. 

თუ მამლის ან დრაკონის წელში დაიბადეთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ. ნებისმიერმა იმპულსურმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, იმაზე მეტად დაგაზარალოთ, ვიდრე ფიქრობთ. შეეცადეთ, არ აირჩიოთ ეს თვე ახალი თანამდებობის დასაკავებლად და ნუ აიღებთ ახალ პასუხისმგებლობებს. დაგეგმეთ, გააანალიზეთ ყველაფერი და სიახლეებს თქვენს ცხოვრებაში დრო აპრილიდან დაუთმეთ.

თუ ვეფხვის, ცხენის ან ძაღლის წელში დაიბადეთ, მაშინ ამ თვეში გექნებათ ყველა შანსი, რომ საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოთ და უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყროთ. ასევე, წინ არაერთი საინტერესო შეხვედრა, ნაცნობობა გელით და შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც უკვე დიდი ხანია, ელოდებით. ძალიან დიდ მოტივაციასა და შემართებას იგრძნობთ და ნახავთ, რომ თქვენი შესაძლებლობები იმაზე დიდია, ვიდრე წარმოგედგინათ.ვრცლად.

ასევე ნახეთ:

რატომ არ უნდა დატოვოთ ცარიელი ბოთლები მაგიდაზე: ვიწრო ყელს, როგორც გამტარს, შეუძლია ავის მომასწავებელი ენერგიების შემოშვება ოთახში

როგორ ავიცილოთ თავიდან სოციალური ქსელებიდან გაკეთებული ჯადო - ტელეფონის საშუალებით შესაძლოა მიიღოთ შეტყობინებები, რომლებიც შეიცავს განადგურების მექანიზმს