1000 ლარით დაჯარიმდება მძღოლი, თუ ამ წესს დაარღვევს - დეტალები

მოძრაობა

დედაქალაქის საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული ჯარიმები იზრდება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს.

ცვლილებების თანახმად, თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველ შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში - 3000 ლარის ოდენობით.

ანალოგიურ შემთხვევებში, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება მოქალაქეს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა.

ასევე ნახეთ:

“არ ვიღებ ჩემს თავზე…” - თაია ჭიჭინაძე მიმართვას ავრცელებს

შეიტანეთ საყოფაცხოვრებო ნივთები აივნებიდან, აკონტროლეთ გაზის გამათბობლები! - მეტეოროლოგის გაფრთხილება

„ქმარი მეუბნება, შენ რა ქალი ხარ, დანაზოგიც არ გაგიკეთებიაო?!“ - ემიგრანტის მძიმე ამბავი