მოულოდნელი სიურპრიზი, დაბრუნება წარსულში დატოვებულ ურთიერთობებთან - როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისათვის

ასტროლოგია

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე წარმატებული და იღბლიანი და როდის უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად:

12 ივნისი

ეს დღე თქვენი საუკეთესო თვისებების, უნარებისა და ცოდნის წარმოჩენაში დაგეხმარებათ და წარმატებისკენ გიბიძგებთ. ძალიან დიდ მოტივაციას იგრძნობთ და გექნებათ ენერგია, რომ ახალ გამოწვევებს ღირსეულად შეხვდეთ, გადალახოთ და მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღოთ. აღნიშნული დღე საკუთარ სიძლიერეში კიდევ უფრო მეტად დაგარწმუნებთ და ნახავთ, რომ იმაზე მეტი შეგიძლიათ, ვიდრე თავად გეგონათ.

13 ივნისი

არის ისეთი რამ, რის დაწყებასაც უკვე დიდი ხანია, აპირებთ და მოტივაცია ვერ იპოვეთ, ან ფიქრობდით, რომ არახელსაყრელი დრო იყო? ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს დღე სწორედ მსგავსი საქმეების შესასრულებლადაა იდეალური. წარმატება და იღბალი თქვენ მხარეს იქნება. თამამად წამოიწყეთ ახალი პროექტები, დაიწყეთ იმ საქმის განხორციელება, რაც სულ გინდოდათ, რომ გაგეკეთებინათ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

14 ივნისი 

ამ დღეს შესაძლოა, ენერგიის დაქვეითება და უმოტივაციობა იგრძნოთ და იფიქროთ, რომ გარკვეული საქმეების შესრულება არ შეგიძლიათ. ნუ ინერვიულებთ, მალე ჩვეულ ფორმას დაუბრუნდებით. იქამდე კი მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ დრო აუცილებლად საკუთარ თავსა და დასვენებასაც უნდა დაუთმოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემოციურ სიცარიელეს იგრძნობთ.

15 ივნისი

ამ დღეს თქვენი შრომისა და თავდადების შედეგს დაინახავთ. შესაძლოა, მოულოდნელად ფინანსური წახალისება, ბონუსი, შექება, აღიარება მიიღოთ და ამის გამო, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია გაგიჩნდეთ, რომ წინ წახვიდეთ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „გარდაცვლილის თავი და ხელი ვიპოვეთ" - რას ამბობს დაღუპული ტურისტის მამა და მეთევზე, რომელმაც ზვიგენი გაკვეთა

👉 „ასე გვინდოდა პირველივე დღიდან“ - რა ფოტოს აქვეყნებს თათია შარანგია

👉 მერიემი „პრაიმ ჰაუსში“ სამ ფავორიტ მონაწილეს ასახელებს

👉  VIDEO: პროექტის უპრეცედენტო გადაწყვეტილება და კადრები, რომელიც ეთერში არ მოხვდა