აიღეთ ქაღალდის კუპიურა და დააწერეთ 2024 წელი - მიჰყევით ინსტრუქციას და მოიზიდეთ ფინანსური წარმატება

ფული

ეზოტერიკოსები რამდენიმე მნიშვნელოვან რიტუალს ასახელებენ, რომლებიც, მათი თქმით, 2024 წლის სიმბოლოს - მწვანე ხის დრაკონს განსაკუთრებით მოეწონება და მომდევნო წელს ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ:

პირველი რიტუალი - შეეცადეთ, იშოვოთ ის მონეტები, რომლებიც მიმოქცევაში უკვე აღარაა და ლიმიტირებული რაოდენობით არსებობს. მაგალითად, ძველი 50-თეთრიანი, მოოქრული, მოვერცხლილი მონეტები.

ეს მონეტები ნაჭრის პატარა ქისაში მოათავსეთ. უმჯობესია, ქისის ფერი მწვანე, ოქროსფერი, ლურჯი, ან ყავისფერი იყოს. ახალი წლის ღამეს მონეტებით სავსე პატარა ქისა ხელში დაიჭირეთ და წარმოიდგინეთ ყველა ის ოცნება, მიზანი, რომლებიც გსურთ, 2024 წელს განახორციელოთ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს დაგეხმარებათ, რომ მომდევნო წელს ფინანსურად დაწინაურდეთ და საყვარელი საქმეები განახორციელოთ.

მეორე რიტუალი - აიღეთ ქაღალდის კუპიურა. უმჯობესია, თუ მწვანე, ან ლურჯი შეფერილობის იქნება. დააწერეთ 2024 წელი, გადაკეცეთ შუაზე და თქვით, რომ 2024 წელს გექნებათ ყველაფერი, რაზეც ოცნებობთ - კარიერული წინსვლა, ბონუსები, ხელფასის მომატება, სასურველი პროექტები, სესხის დაფარვა. ამის შემდეგ კუპიურა თქვენს საფულეში მოათავსეთ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ გზით ფინანსურ წარმატებას მოიზიდავთ. განაგრძეთ კითხვა

ასევე ნახეთ:

„გავაკეთოთ აქცია, კონცერტი, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი. გეხვეწებით დამეხმარეთ ორგანიზებაში“ – ნინი შერმადინი მიმართავს ავრცელებს

„არაა გამორიცხული დაწინაურდეთ ან მოიძიოთ ახალი, მეტად პერსპექტიული სამსახური“ - ვისთვის იქნება იღბლიანი ეს კვირა

„ფინალში ვარ... ჩემმა უდიდესმა შრომამ და მონდომებამ გამოიღო შედეგი!“ - თიკა ჯამბურია ემოციებს გვიზიარებს