„იყავით ყურადღებით ამ დღეებთან...“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ასტროლოგი

„ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს გეომაგნიტური დღეებია, ამიტომ აკონტროლეთ წნევა და იყავით ყურადღებით ამ დღეებთან“, - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.

ასევე, მისი თქმით, ამ კვირაში გვაქვს 2 მნიშვნელოვანი მოვლენა.

„20 იანვრიდან მზე გადადის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. რაც შემოიტანს თავისუფლებას, დემოკრატიას, მეგობრული კონტაქტები უფრო მაღალ დონეზე ავა. 21 იანვარს კი ეპოქალური მოვლენაა, პლანეტა პლუტონი, რომელიც არის ძალიან ნელა მოძრავი პლანეტა, გადადის 20 წლით მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, ეს ყველაფერი დიდი ცვლილებების დასაწყისს ნიშნავს.

18 იანვრამდე დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, 18-ის შემდეგ კი დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადადის, ამიტომ კვირის პირველი ნახევარი უკეთესია საქმეების მოსაგვარებლად“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

შეიძლება თუ არა, რომ ორსულს სახლში კატა ჰყავდეს? - მანანა მგალობლიშვილის რეკომენდაცია

5 ნივთი, რომელიც სარეცხის მანქანაში არასდროს უნდა გარეცხოთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს