იდეალური ქმარი ჰოროსკოპის ნიშნების მიხედვით

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი ქალბატონებს მამაკაცთა 12 ტიპს სთავაზობს. ყოველი მათგანი თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით გამოირჩევა. საინტერესოა, რომელ მათგანს მიიჩნევენ ასტროლოგები ყველაზე იდეალურად.

1. ქმარი-ვერძი

მამაკაცი-ვერძები ცოლებს აღმერთებენ, პრაქტიკულად, არასოდეს აკრიტიკებენ, მით უმეტეს, სახალხოდ. უყვართ ოჯახური სიმყუდროვე და მზრუნველობა, მაგრამ ამასთანავე, თავად შეუძლიათ იყვნენ უპასუხისმგებლოები, უყვართ თავზეხელაღებული გართობა. სახლში მათი დაჭერა თითქმის შეუძლებელია. ამიტომაც თუ თქვენ აირჩიეთ ქმრად ვერძი, მზად იყავით ექსტრემალური დასვენებისთვის და ხშირი თავყრილობებისთვის.

2. მამაკაცი-კურო

ცოტათი წინ გავუსწრებთ მოვლენებს და გეტყვით, რომ მამაკაცი-კურო, პრაქტიკულად, იდეალური ქმარია: ის ვნებიანია, ყურადღებიანი, მზრუნველი და ძალიან ტემპერამენტულია. მამაკაცი-კურო ყველაფერს გაზვიადებულად წარმოაჩენს და მას ყოველთვის იმის ეჭვი აქვს, რომ რაღაცაში ადანაშაულებენ.

3. ქმარი-ტყუპი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცებში გაერთიანებულია ინტელექტი, გამომგონებლობა და მომხიბვლელობა. უყვართ სიმყუდროვე და ყველანაირად ცდილობენ, ასეთი ბუდე მოიწყონ. მათთვის ძვირფასია ოჯახი. მტკივნეულად განიცდიან ცოლის მხრიდან კრიტიკას.

4. ქმარი-კირჩხიბი

იმ ქალებისთვის, ვისაც სახლში ჯდომა უყვარს, ასეთი ქმარი იდეალურია. ეს გახლავთ მეოჯახე, სამაგალითო, რბილი ხასიათის, კეთილი მამაკაცი. აფასებს ცოლის კულინარიულ შედევრებსა და მზრუნველობას. მამაკაცი-კირჩხიბი გვიან ქორწინდება, რადგან ძალიან მიჯაჭვულია დედაზე. ქალებმა, ვისაც პათოლოგიური შინაგანი მტრობა აქვთ დედამთილების მიმართ, ეს უნდა გაითვალისწინონ.

5. მამაკაცი-ლომი

ძალიან ეჭვიანია, თუმცა საკმაოდ სულგრძელი. ლომებს უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, საზოგადოება და ელიტური საღამოები. ამიტომაც ქალებს, რომელთაც ოჯახური სიმყუდროვე ყველაფერს ურჩევნიათ, ქმრად ლომი ნაკლებად გამოადგებათ.

6. ქმარი-ქალწული

ქმარ-ქალწულს ავადმყოფურად უყვარს სისუფთავე. ამიტომაც ცოლს უფლებას არ მისცემს, სახლში მოუწესრიგებლად იყოს რაიმე. მისი პედანტურობა საკუთარ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულ ზრუნვაშიც გამოიხატება. თუ მზად ხართ, მთელი ცხოვრება სახლის ლაგებასა და საყვარელ ქმარზე ზრუნვას შეალიოთ, აირჩიეთ ცხოვრების მეგზურად მამაკაცი-ქალწული. სრულად