1733169705
იანვრის რომელ დღეებში უნდა ველოდოთ მაგნიტურ ქარიშხალს და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად
ახალი წლის პირველი თვე, როგორც ეს ზამთარს ახასიათებს, მაგნიტური ქარიშხლების სიმრავლით იქნება გამორჩეული, ნათქვამია სპეციალიზებულ პორტალზე
სპეციალისტების განმარტებით, ზამთარში დედამიწის მაგნიტოსფერო უფრო მგრძნობიარეა მზის ქარის მიმართ, რაცK-Index-ის გაზრდასა და შესაბამისად, მაგნიტური ქრიშხლების გახშირებას იწვევს.
გამონაკლისი არც იანვარი იქნება. ახალი წლის პირველ თვეში რამდენიმე ძლიერი მაგნიტური აღშფოთება და ქარიშხალია მოსალოდნელი.
იანვრის მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი ასე გამოიყურება:
8-9 იანვარი - მაგნიტური აღშფოთება 3 ბალს მიაღწევს, თუმცა 23-24 და 26 იანვარი - დედამიწას კვლავ 4-ბალიანი მაგნიტური ქარიშხალი დაფარავს.
თვის დანარჩენ დღეებში K-Index ორ ბალზე ზემოთ არ აიწევს.
რა არის მაგნიტური ქარიშხალი?
ასტრონომების განმარტებით, მაგნიტური ქარიშხლები მზეზე აფეთქებების შედეგად წარმოიშვება. ამ დროს კოსმოსურ სივრცეში უზარმაზარი რაოდენობის პროტონები და ელექტრონები გაიტყორცნება. ისინი დედამიწას ერთ დღე-ღამეში აღწევს და მის მაგნიტურ ველს ცვლის. რაც უფრო ძლიერია აფეთქება, მით უფრო დიდია გამოტყორცნილი ნაწილაკების ნაკადი და უფრო მაღალია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება.
მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სფეროზე. დიდია შეფერხებების ალბათობა საკომუნიკაციო სისტემებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაში.
გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულთან და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სტატისტიკის მიხედვით, მაგნიტური დარღვევების დღეებში ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შენიშნეს საფრანგეთში.
განსაკუთრებული გაფრთხილება
ექსტრემალური კოსმოსური და გეოფიზიკური სიტუაციები განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, ამ დროს ბავშვებს უვითარდებათ ნერვული, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვოვანი, სასუნთქი და სხვა სისტემების ფუნქციონალური მოშლა.
ამასთან ბავშვი განიცდის დისკომფორტს, რომელსაც ვერ ხსნის. თავს იჩენს ძილის რეჟიმის მოშლა, მოუსვენრობა, ტირილი, ეკარგება მადა, შესაძლოა აუწიოს ტემპერატურამ.
ამ დროს ბავშვს სჭირდება მშობლებისა და ახლობლების დიდი ყურადღება, ვინაიდან ასეთ მომენტებში შეიძლება გახდეს ძალიან აღგზნებული, მოეშალოს ყურადღება, გახდეს აგრესიული, გაუჭირდეს საშინაო დავალების შესრულება.
თუ ამ პერიოდში მშობლები თუ პედაგოგები ბავშვის მიმართ სათანადო ყურადღებას არ გამოიჩენენ, ანუ ვერ გაუგებენ მას, ბავშვის უარყოფითი ემოციური ფონი კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციებიც კი წარმოიშვას.
როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:
დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე - ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა; გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად; კარგია კონტრასტული შხაპის მიღება - ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს; დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი - სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე; არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა; საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული; მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული; ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება - კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი; კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
ასევე ნახეთ:
„ხელები მტევნიდან მხრამდე ჩაყავით ცივ წყალში“ - როგორ გავიწიმინდოთ სისხლძარღვები