„გუშინდელი ახალთმვარეობის შემდეგ დღევანდელი დღეც საკმაოდ რთული იქნება“ - ასტროლოგის გაფრთხილება

ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული ლომის, მთვარე კი ორგანიზებული და დისციპლინირებული ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, გუშინდელი ახალთმვარეობის შემდეგ დღევანდელი დღეც საკმაოდ რთული იქნება. არ ღირს გადაღლა და საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღება. მოერიდეთ რისკს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.

ეცადეთ მომატებული სექსუალური ენერგია არ გარდაქმნათ აგრესიაში, რათა არ გამოიწვიოთ კონფლიქტი გარშემომყოფებთან.

კარგი დღეა ლოცვისთვის. დალოცეთ ახლობლები, მიუტევეთ და სთხოვეთ პატიება ძველი წყენისთვის.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს წვრილმანებს ჩაძიება და ზედმეტი პირდაპირობა,  რადგან ასე მხოლოდ პარტნიორის გაღიზიანებას გამოიწვევთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა თვალების, ლიმფური სისტემის სამკურნალოდ და ღვიძლის გასაწმენდად. არ ღირს ორგანიზმის ზედმეტი საკვებით დატვირთვა, აკონტროლეთ საკვების და სასმლის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ცისფერი, კრემისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ოპალი, მწვანე და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს.

ასევე ნახეთ:

VIDEO: ვრცელდება ბიჭის ვიდეო, რომელიც სკუტერის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

გაფრთხილება მძღოლებს! აღმაშენებლის ხეივანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

20 აგვისტომდე „მაგნიტური დღეებია“ - რა უნდა გააკეთოთ, რომ საფრთხე თავიდან აირიდოთ

VIDEO: „გამომყვები ცოლად?...“ - ხელის თხოვნა ქართულად თურქულ სერიალში - ნანუკასა და ჰალილის შთამბეჭდავი სცენა

„პროზექტურაში, ადამიანის ორი ფრაგმენტია...“ - სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში და დრამატული კადრები სტიქიის ზონიდან

VIDEO: „ვიღაცებს შეიძლება ეს არ მოეწონოთ“ - გაეცანით, 17 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზს

ცნობილია, ვის შეუძლია დაგროვებული პენსიის თანხის სრულად გამოტანა - დეტალები