ფინანსური რიტუალი, რომელიც ამაღამ უნდა ჩაატაროთ

საფულე

დღეს სავსემთვარეობაა. ფეისბუკ გვერდი „ტაროს სახლი“ გვიზიარებს რიტუალს, რომელიც ფინანსების მოსაზიდად არის განკუთვნილი.

„დღეს სავსემთვარეობაა. გთავაზობთ მარტივ რიტუალს ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად (12 მონეტა). 
განსაკუთრებით აქტიურია ეს რიტუალი შელოცვით, თებერვლის სავსემთვარეობას, რადგან გაიღვიძა პირველმა სტიქიამ - ჰაერმა. ჰაერის სტიქია კი ჩვენი სიტყვის ძალაა.

აიღეთ 12 მონეტა (ნებისმიერი ნომინალის თეთრები) 1-ლარიანი, 2-ლარიანი, 50-თეთრიანი და ა.შ... გადით აივანზე (ფანჯარასთან) უმჯობესია, მთვარის შუქი ხვდებოდეს თქვენს ხელისგულებში არსებულ მონეტებს. ასწიეთ ხელისგულები (თითქოს ფული მიგაქვთ მთვარესთან ახლოს და წარმოთქვით შემდეგი შელოცვა: „ყველაფერი ცოცხალი იზრდება მზის შუქზე, ფული კი სავსე მთვარის შუქზე, გამრავლდით ჩემს საფულეში, ფინანსებო და მომიტანეთ სიმდიდრე, ხვავი და ბარაქა.“ დაე იყოს ეს ასე და ეს ასე იქნება.

იდექით ცოტა ხნით მონეტებით ხელის გულში (გაააქტიურეთ ვიზუალიზაცია, დაინახეთ, თუ როგორ მრავლდება ფული თქვენს ხელებში) შემდგომ ეს ხურდები შეინახეთ საფულეში (საიდუმლო ჯიბეში) და დახარჯეთ მომავალი წლის თებერვალში. გისურვებთ ბედნიერ სავსემთვარეობას. დაე იყოს ფინანსური კეთილდღეობა და ხვავი თქვენს ოჯახებში.“