1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
Weimar+ ჯგუფის წარმომადგენლებმა ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, მიესალმებიან შეერთებული შტატების ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯგუფის წევრები თანხმდებიან გააგრძელონ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა, შეისწავლონ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესაძლებლობები და იმუშაონ ქვეყნის რეკონსტრუქციაზე.
„მივესალმებით აშშ-ის ხელმძღვანელობით სამშვიდობო ძალისხმევას და მიმდინარე კვირაში შემდეგი მოლაპარაკებების პერსპექტივას. რუსეთმა ამ დრომდე არ გამოავლინა სერიოზული განზრახვა პროგრესის მისაღწევად. ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს. ჩვენ ვუერთდებით უკრაინას და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ, 30 დღით სრულ და უპირობო შეწყვეტას, რათა შეიქმნას სივრცე სამართლიანი, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.