„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან.
ვერძი
დრო ხელს უწყობს ახალ ცხოვრებისეულ პერსპექტივებსა და შემოთავაზებებს. მოგზაურობა
და დასვენება სამახსოვრო და შთამბეჭდავი იქნება, თუმცა არაა გამორიცხული
გაუთვალისწინებელი შემთხვევითობა. სასიყვარულო ურთიერთობებში, რომანტიკა
გააძლიერებს თქვენს გრძნობებს
კურო
გაიზრდება როგორც ახლო გადაადგილებების, ასევე ურთიერთობების რაოდენობაც.
საჭირო ადამიანებთან დაახლოების სურვილი შესაძლოა ჯერ ვერ განხორციელდეს, თუმცა
ახლობლები ყოველმხრივ გაგიწევენ დახმარებას. შინაგანი წონასწორობის
შესანარჩუნებლად ხშირად დაისვენეთ.
ტყუპები
აქტიური დროა. გამოიყენეთ იგი საქმიანი და პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად,
მოლაპარაკებების ჩასატარებლად, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
შესაძლოა საფუძველი ჩაუყაროთ ახალ სასიყვარულო კავშირს, რომელიც თქვენს
ოცნებებსა და ფანტაზიებს დააკმაყოფილებს.
კირჩხიბი
მიზანდასახული იქნებით. მუდმივმა გადაადგილებებმა, შეხვედრებმა და მოლაპარაკებებმა
შესაძლოა დაგღალოთ, ამიტომ პერიოდულად დაისვენეთ. ჭარბი ენერგია კი, მუშაობასა და
ფიზიკურ ვარჯიშზე დახარჯეთ.
ლომი
გადაადგილებებისას, ახლობლების ან ნათესავების მეშვეობით გაცნობილ ადამიანებთან
ურთიერთობა მომავალში კარგ შემოსავალს გპირდებათ. გაიზრდება თქვენი ინტუიცია და
მიზნის მისაღწევად ადვილად ამოიცნობთ სარფიან საქმეებს. ოჯახის წევრები და
საყვარელი ადამიანი ყოველმხრივ გაგიწევენ დახმარებას.
ქალწული
კარგი დროა გადაადგილებებისთვის. გაგიადვილდებათ ადამიანებთან ჰარმონიულად
ურთიერთობა და თანამშრომლობა. თავისუფალი დრო გამოიყენეთ დასვენებისათვის.
საყვარელ ადამიანთან კი, მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას.
სასწორი
თავდაჯერებული და მიმზიდველი იქნებით. მოერიდეთ ზედმეტ პრინციპულობას. კარგი
დროა პირადი და სასიყვარულო ურთიერთობების დასარეგულირებლად და კონფლიქტების
მოსაგვარებლად, ახლო მოგზაურობისა და გადაადგილებებისთვის.
მორიელი
მოიმატებს მოგზაურობების, შეხვედრების და გადაადგილებების რაოდენობა. გაიზრდება
ახალი კონტაქტების და გართობის მოთხოვნილება. მხიარული თავგადასავლები თქვენს
ცხოვრებას მეტად საინტერესოს გახდის. ინტუიცია კი, სარფიანი წინადადებების გააზრებაში
დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
კარიერაში დიდი წინსვლისა და ცვლილებების იმედი ჯერჯერობით ნუ გექნებათ. დრო არ
უწყობს ხელს სამსახურის გამოცვლას და ხანგრძლივი საქმიანობის დაწყებას. დასვენება
სასიკეთოდ აისახება ჯანმრთელობაზე და დაგეხმარებათ სამომავლო გეგმის
ჩამოყალიბებაში.
თხის რქა
კარგი დროა ძველი საქმეების დასასრულებლად და ხანგრძლივი პარტნიორული
თანამშრომლობის დასაწყებად. წარმატება გელით როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე
საქმიან ურთიერთობებში. საოჯახო და სასიყვარულო სფეროში სასიკეთო ცვლილებები
დამატებით სტიმულს მოგცემთ
მერწყული
მოგიწევთ მიიღოთ საქმესა და კარიერასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილება. შესაძლოა შეგეცვალოთ ცხოვრებისეული მიზნები და გეგმები.
ხელმძღვანელი პირები მნიშვნელობას მიანიჭებენ თქვენს აზრს, ამიტომ ეცადეთ გაიმყაროთ
პოზიციები
თევზები
კონტაქტები, გადაადგილებები, შეხვედრები ენერგიასა და ხალისს შეგმატებთ.
მოსალოდნელია ცვლილებები კარიერასა და პროფესიულ საქმიანობაში. გარშემომყოფები
დააფასებენ თქვენს მონდომებასა და შრომას. ამაღლდება თქვენი ავტორიტეტიც. ეცადეთ,
არ გადაიღალოთ, რათა შეინარჩუნოთ სიმხნევე და მყარი ჯანმრთელობა.
ასევე ნახეთ:
რამდენად საშიშია კორონავირუსის ახალი შტამი, „ერისი“ და რა სიმპტომები ახასიათებს მას
VIDEO: ვრცელდება შოვში დაღუპული სოფი ყარალაშვილის აქამდე უცნობი კადრები
როდის აგრილდება საქართველოში - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
„ვიღაცა რაღაცას ცდილობს, მაგრამ ვერ და არ გამოუვა...“ - ლენუკა ყიფშიძე