„ძალიან რთული პერიოდია მეგობრებო - გაათმაგებულად დალოცეთ ყველა…“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ცაგარელი

31 აგვისტოს სავსემთვარეობის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აქვეყნებს და საზოგადოებას ერთმანეთისთვის კეთილი სურვილების გაგზავნისკენ მოუწოდებს. აქვე ცაგარელი აღნიშნავს, თუ რისგან სჯობს თავის შეკავება და რა საქმის დაწყებაა უპრიანი.

„ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ დღეს, 31 აგვისტოს სავსემთვარეობაა. ძალიან რთული პერიოდია მეგობრებო

დღეს გაათმაგებულად დალოცეთ ყველა… ეს მნიშვნელოვანია. გაუგზავნეთ სამყაროს მშვიდობის, ბედნიერების სიკეთისა და უპირობო სიყვარულის სურვილები… დაულოცეთ ყველა შვილებს მშობლები და ყველა მშობელს შვილები ეს მნიშვნელოვანია გამოიჩინეთ სიფრთხილე, სიმშვიდე , გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება, ასევე გადაწყვეტილებების მიღება, საბუთებზე ხელის მოწერა შეძლებისდაგვარად, მკურნალობის დაწყება ან ოპერაციები თუ გადაუდებელი არ არის.

ნუ გაჩერდებით ტოქსიკურ ადამიანებთან, ნუ მოისმენთ ნეგატიურ ინფორმაციას ეს დღე გაატარეთ სულიერ სიმშვიდეში და თქვენთვის სასიამოვნო გარემოში, უკეთესი იქნება თუ სახლში იქნებით…

ძალიან კარგია დასამთავრებელი ან გართულებული და დროში უსაშველოდ გაწელილი საქმეების გეგმების ჩამოწერა, რადგან როგორც არაერთხელ მითქვამს, სავსემთვარეობიდან 10-12 დღის მანძილზე ასეთი რთულად დასამთავრებელ საქმეებს მარტივად დაასრულებთ.

ასევე კარგია უახლოეს დღეებში სწორი კვების, ( ეცადეთ ხორცს ნუ მიირთმევთ ამ დღეს მაინც) მასაჟებისა და ვარჯიშის დაწყება, რადგან წონის კლება მარტივად ხდება უახლოეს 12 დღის განმავლობაში და ისარგებლეთ ამ სიკეთით… სიკეთე და სიყვარული გქონოდეთ“,- წერს მიხეილ ცაგარელი. 

ასევე ნახეთ:

„მე ვიქნები თქვენი ბნელი 90-იანების დასასრული, დამელოდეთ...“ - ვის მიმართავს სალომე უშხვანი

„გუშინდელ ისტერიკებს ვინც შეესწარით, მე გიხდით ბოდიშს... სიქაჯის უკიდურესი გამოვლინება!“ - რა შეემთხვა სალომე უშხვანს ბათუმში

თაია ჭიჭინაძე სალომე უშხვანს პასუხობს: „სვეცკობა“ ოჯახების დანგრევა და ცოლის გამოყენება გგონიათ, დაე იყავით - ჩვენ ვიქნებით „ქაჯები“

„მე ცოლი ვიყავი, ბევრის უფლება მქონდა, მაგრამ ეს სამარცხვინო სპექტაკლი დავტოვე...“ - თაია ჭიჭინაძე მიმართვას ავრცელებს