დღეს სუპერმთვარეა - გაიგეთ, რომელ ნიშნებს რა ელოდება და როგორ შეცვლის ის თქვენს ცხოვრებას

სუპერმთვარე

2023წლის 2 აგვისტოს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა, სუპერ-მთვარეა. 

სპეციალურად ამ დღისთვის ასტროლოგებს გარკვეული რეკომენდაციები აქვთ, რომ არ დაზარალდეთ და მეტიც, სარგებელიც კი მიიღოთ.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება მნიშვნელოვანი ცვლილებები სუპერმთვარის დროს?

მერწყულში სავსე მთვარე განსაკუთრებით იმოქმედებს მერწყულზე, ლომზე, კუროსა და მორიელზე. მერწყულის ნიშნის წარმომადგენლები საკუთარი პირადი ცხოვრების მიმართ უფრო ყურადღებიანები გახდებიან. შესაძლოა პარტნიორის შეცვლა ან ახალი ურთიერთობის დაწყება მოგინდეთ. მიუხედავად სავსე მთვარის არასტაბილურობისა, ის ხელს შეგიწყობთ, მთავარია ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და კარგად დაფიქრდეთ.

ლომის პირადი ცხოვრებისთვის სავსე მთვარის პერიოდი შეიძლება გადამწყვეტი იყოს. ურთიერთობები, რომლებსაც თქვენთვის სიამოვნება არ მოაქვს, გღლით და ტანჯვას განიჭებთ, ახლა საბოლოოდ დასრულდება.

კუროსთვის ეს დღეები კარიერულ მომავალს განსაზღვრავს. შეეცადეთ, სამსახურში ზედმეტი ემოციურობა არ გამოიჩინოთ და მოერიდეთ კონფლიქტებს. ასევე, შესაძლოა მიიღოთ დიდი ხნის ნანატრი დაწინაურება, პოზიციის შეცვლა, რაც თქვენს მომავალს უკეთესად წარმართავს.

მორიელებს კი ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან შესაძლოა ურთიერთობა დაეძაბოთ და დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ კონფლიქტი აირიდოთ. სავსე მთვარე საკმაოდ ტრავმული პერიოდია, ამიტომ უსაფრთხოებასაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, ნებისმიერი გამოწვევა გაკვეთილია და ამ სირთულიდანაც შეგიძლიათ, რაიმე სასარგებლო წამოიღოთ.

ასევე წაიკითხეთ:

ფონიჭალიდან გატაცებული 7 წლის ბიჭის მკვლელის ჩვენება - საქმე, რომელმაც თბილისი შეძრა

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც იღბლის ფავორიტები არიან

,,გააზიარეთ, გთხოვთ... ძალიან მძიმე მდგომარეობაშია..." - 20 წლის გოგოს ჩვენი დახმარება სჭირდება