„დამატებითი შემოსავლის წყარო და კარიერული საკითხები“ - 28 ივლისიდან ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იწყება

ასტროლოგია ფული

პლანეტა მერკური 2023 წლის 28 ივლისს ქალწულის ნიშანში გადავა და იქ 2023 წლის 4 ოქტომბრამდე დარჩება. ეს ფინანსური და კარიერული საკითხების გადასაჭრელად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. იმ თვეებში, როდესაც პლანეტა მერკური ქალწულის ნიშანში იქნება, ადამიანები ბევრად უფრო მარტივად შეძლებენ კარიერული საკითხების მოგვარებას, სასურველი სამსახურის პოვნასა და დაწინაურებას, ვიდრე აქამდე. ეს კი ფინანსურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახება. ამიტომ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნული კომბინაცია ადამიანებში კონცენტრაციის, შეუპოვრობისა და შრომისმოყვარეობის უნარებს კიდევ უფრო ზრდის. ამიტომაც, არ არის გამორიცხული, ბევრად უფრო მეტი ენერგია და შემართება იგრძნოთ, რომ თქვენს ცხოვრებაში გარკვეული საკითხები უკეთესობისაკენ შეცვალოთ.

გარდა ამისა, შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის წყაროები იპოვოთ, ჩაერთოთ პერსპექტიულ და მომგებიან პროექტებსა და საქმეებში და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოთ. თუკი დიდი ხანია, რაიმე პროექტის წამოწყებას გეგმავდით, ახლა შესანიშნავი დროა. წარმატების გაცილებით დიდი შანსი არსებობს. ასევე, თუ სამსახურის შეცვლა, ახლის პოვნა, სხვა მიმართულებით ცდა გინდოდათ, სამყარო ყველა შანსს გაძლევთ, რომ თქვენთვის საყვარელი და საოცნებო საქმე ნახოთ, რომელიც არა მხოლოდ მატერიალურად დაგეხმარებათ, არამედ სიამოვნებასაც მოგიტანთ.

პლანეტა მერკურის ქალწულის ნიშანში გადასვლის პერიოდში რეკომენდებულია:

  • იმოქმედეთ სისტემატურად და გააზრებულად;
  • კარგად შეაფასეთ ახალი შეთავაზებები და შანსი ხელიდან არ გაუშვათ, მცირე წარმატების პერსპექტივაც კი შესაძლოა, მომგებიან საქმედ გადაიქცეს;
  • დაგეგმეთ მოგზაურობები, არ თქვათ უარი საქმიან შეხვედრებსა, თუ მეგობრებთან შეკრებებზე. იქ შესაძლოა, თქვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო პარტნიორი გაიცნოთ;
  • ძალიან კარგი პერიოდია, საკუთარი ლიდერული თვისებების წარმოსაჩენად. დროა, დამსაქმებლებს სრულად აჩვენოთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ.

ასევე ნახეთ:

„ლევანის სურათები ედოთ ბიჭებს პროფილზე, გოგოებს კი წარწერით „აუ რა სიმპათიური ბიჭია” - მსახიობის გარდაცვალებამ თბილისი შეძრა

დღეს ჯანდოსნური დღეა - შანსი გაქვთ ცხოვრება შეცვალოთ

„აწი სულერთია ყველაფერი... ყველაზე უბოროტო კაცი იყავი“ - ახალგაზრდა მსახიობს მეგობრები გლოვობენ

“იქ ზევით გავაგრძელებთ თეატრს... როგორ დავიჯერო ეს რეალობა" - რას წერენ ლევან დობორჯგინიძის მეგობრები