გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
რთული კვირაა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, რადგან დედამიწა ისევ ნეგატიურ ენერგოველშია. ცაგარელის პროგნოზს „ფორტუნა“ ავრცელებს
ვერძი – საკმაოდ რთული კვირაა. მაღალია ჭორების და ინტრიგების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. მოგიწევთ საკუთარი საქმის დროებით გადადება და სხვათა პრობლემების მოგვარება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან ერთი შეხედვით მომგებიანი პროექტი საბოლოოდ მარცხით დასრულდება, პარტნიორების დაპირებები კი, ფუჭი და უშედეგო აღმოჩნდება. გაამახვილეთ ყურადღება პირად პრობლემებზე, ეცადეთ მოაწესრიგოთ ურთიერთობა მეგობრებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ნაცნობობას და ავანტიურულ წამოწყებებში მონაწილეობას. ყურადღებით შეამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული თქვენი გადაწყვეტილების სისწორე.
მშვილდოსანი – საკმაოდ მძიმე კვირაა. მართალია გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ მაინც გაგიჭირდებათ დასახული მიზნების მიღწევა, რადგან პასუხისმგებლობითა და ვალდებულებებით დამძიმებული ვერ შეძლებთ ემოციების მართვას და კონკრეტულ საკითხზე კონცენტრირებას. გამოიჩინეთ მეტი სიმშვიდე, მართალია, ბევრი ეცდება თქვენი თავისუფლების შეზღუდვას და საკუთარ გეგმებს მორგებას, მაგრამ მაინც არ ღირს კამათი და დაპირისპირება, რადგან ასე საერთო საქმესთან ერთად საკუთარ რეპუტაციასაც აზარალებთ. მაქსიმალურად შეზღუდეთ კომუნიკაცია გარშემომყოფებთან, უმჯობესია შემოიფარგლოთ მხოლოდ ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობით.
თხის რქა – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ მაინც არ ღირს გარისკვა, საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის აღება. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება გარშემომყოფთა მიმართ, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას და შეგნებულად შეცდომაში შეყვანას. მართალია, გაგიჭირდებათ კოლეგების ნდობა, მაგრამ მაინც არ ღირს ერთობლივ პროექტებზე უარის თქმა, რადგან ასე მხოლოდ საკუთარ თავს აზარალებთ. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, ეცადეთ თვალი დახუჭოთ სხვათა სისუსტეზე და არ აჰყვეთ პროვოკაციას. მოერიდეთ მსხვილი საყიდლებსა და საეჭვო კაპიტალდაბანდებას, რადგან მოგების ნაცვლად მხოლოდ ზარალს და ზედმეტ თავის ტკივილს მიიღებთ.
მერწყული – ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ მოულოდნელად წარმოქმნილი სირთულეები განწყობასაც გაგიფუჭებენ და მოქმედების სურვილსაც დაგიკარგავენ. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ვალების გასტუმრება და ძველი დაპირებების შესრულება. თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალდაბანდებისგან, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისგან. მიიღეთ ახლობელთა დახმარება, რადგან მხოლოდ მათი მხარში დგომით შეძლებთ სირთულეების დაძლევას.
თევზები – საკმაოდ რთული კვირაა, თუმცა ბევრად იღბლიანი იქნება შემდეგი კვირა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან არაა გამორიცხული მოგიწიოთ გეგმების შეცვლა და სპონტანურად მოქმედება. არ აჰყვეთ ილუზიებს, ეცადეთ იაზროვნოთ პრაგმატულად და იმოქმედოთ მხოლოდ რეალური ფაქტების გათვალისწინებით. არ ღირს გარშემომყოფთა ნდობა, უმჯობესია დაეყრდნოთ საკუთარ ინტუიციას და მხოლოდ ასე მიიღოთ გადაწყვეტილება, მით უფრო, რომ გააქტიურებული კონკურენტები და ფარული მტრები მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის ხიფათის შექმნას. სრულად
ასევე დაგაინტერესებთ
👉 VIDEO: ატირებული დიასა, გოგონების მწვავე დაპირისპირება და კადრები, რომელიც ეთერში ვერ მოხვდა
👉 თი მაჭავარიანი ფეხმძიმედაა? - კადრები, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა