აუცილებლად გააკეთეთ ეს რიტუალი 12:17 წუთზე - ასტროლოგის რჩევა ბარაქის მოსაზიდად

ახალი მთვარე

ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი, „პრაიმტაიმის“ მკითხველებს ახალმთვარეობისას შესასრულებელ რიტუალს უზიარებს, რომელიც ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

„მთავარი რიტუალი არის ფულთან დაკავშირებული, რომელიც მამა-პაპებმაც კარგად იცოდნენ. ახალმთვარეობაზე მთვარეს ყოველთვის აჩვენებდნენ მონეტას. მონეტა უნდა იყოს და არა კუპიურა. მონეტას ისეთ ადგილას დადებდნენ,  სადაც მთვარე მას დაინახავდა,  ეს შეიძლება იყოს ფანჯრის რაფა, აივანი და ა.შ  ითვლებოდა, რომ როდესაც მონეტას დავტოვებდით იქ მთვარის ენერგეტიკა ხელს შეუწყობდა უფრო მეტად მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ენერგიის გაღვივებას იმ ოჯახში“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.