ასტროლოგები სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ - როგორია ზოდიაქოს ნიშნებისთვის სასიყვარულო ჰოროსკოპი წინასაახალწლოდ

ჰოროსკოპი

ახალი წლის დადგომასთან ერთად, ბევრს აინტერესებს, როგორი იქნება მათთვის ახალი წელი ასტროლოგიის მიხედვით. ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ადამიანებს აინტერებთ ჰოროსკოპში, მაინც სიყვარული და ფინანსება.

გთავაზობთ ერთი კვირის სასიყვარულო ჰოროსკოპს, კერძოდ კი, როგორ შეიძლება შეიცვალოს განწყობები და მოვლენები თქვენ გარშემო 1-ელ იანვრამდე, ან კონკრეტულად ახალი წლის ღამეს. 

ვერძი:

საახალწლო კვირას ვერძი საყვარელ ადამიანთან ჩხუბში გაატარებს. დაუმთავრებელი კამათის უარყოფითი გავლენა დღესასწაულის გაფუჭებას მოიტანს შედეგად. მნიშვნელოვანია გააკონტროლოთ თქვენი ქცევა ხუთშაბათის საღამოდან შაბათის საღამომდე ინტერვალით - კერძოდ, საჭიროა შეძლოთ თქვენი გადაჭარბებული მოთხოვნების მოთოკვა.

კურო:

წინასადღესასწაულო კვირაში შეყვარებული კუროს გრძნობები უცვლელია, მაგრამ გარემოებებში შესაძლოა ახალი ნიუანსები გაჩნდეს. რეკომენდირებულია 30-31 დეკემბერს ზედმეტი აქტივობისგან თავის შეკავება. უმჯობესია გადადოთ გრძნობების და ემოციების გამოვლენა და ახლო კონტაქტი საყვარელ ადამიანთან წინასაახალწლო კვირას და ახალი წლის პირველ დღეს.

ტყუპები:

შეყვარებულ ტყუპებს ახალი წლის ღამეს უყურადღებოდ ყოფნა შეიძლება დაებედოთ, რაც ძალიან გაუჭირდებათ. საყვარელ ადამიანთან ერთად აღნიშვნის და ბედნიერი განწყობის ნაცვლად, ადგილი ექნება პესიმიზმს და ეჭვიანობას. საჭიროა, არ დაემორჩილოთ იმპულსს და გამოიჩინოთ ინიციატივა სამშაბათის საღამოდან ხუთშაბათ საღამომდე ინტერვალით.

კირჩხიბი:

საახალწლო კვირაში შეყვარებული კირჩხიბების მოყვარულთა ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან შეიძლება დაიძაბოს. ვარსკვლავები გირჩევენ საკუთარი სურვილებისა და მიზნების მისაღწევად "დიპლომატიური მოლაპარაკებები" წამოიწყოთ, ან მოერიდოთ საკამათო თემებს, განსაკუთრებით ხუთშაბათის საღამოდან შაბათ საღამომდე. თუმცა, ახალი წლის დადგომის მანიშნელებელი ზარების ხმის ქვეშ, არის "მშვიდობის დამყარების" შანსიც.

ლომი:

ამ კვირაში შეყვარებულმა ლომებმა უნდა გაითვალისწინონ არა მხოლოდ მათი გრძნობების სიძლიერე, არამედ მათი ამჟამინდელი სტატუსის ნიუანსებიც, რაც ხანდახან აიძულებს მათ საკუთარი სურვილების წინააღმდეგ წავიდნენ – მაგალითად, ქცევაში უფრო მოკრძალებულები იყვნენ ან პარტნიორთან რომანტიული საახალწლო გეგმების ნაწილი გადადონ.

ქალწული:

შეყვარებული ქალწულებისთვის საახალწლო კვირა შეიძლება გამოირჩეოდეს არა მხოლოდ მათ ურთიერთობაში ჰარმონიით, არამედ გეგმების ნაწილის ჩავარდნით ან დაგვიანებული დისკუსიებით. უმჯობესია შეეშვათ იმ საკითხებს, რომლებიც ერთ ღამეში ვერ მოგვარდება. რთული დღეებია 30 და 31 დეკემბერი, მაგრამ 1 იანვარს ბევრი რამ გამოსწორდება.

სასწორი:

წინასაახალწლო კვირაში 30 და 31 დეკემბრის დღეები კრიტიკულია სასწორის ურთიერთობებისთვის. ამ დროს ისინი ყველანაირად უნდა ეცადონ, რომ საყვარელ ადამიანთან საერთო ენა გამონახონ და გაანეიტრალონ შესაძლო კამათის საბაბი. წინააღმდეგ შემთხვევაში 1 იანვარი შეიძლება ძალიან მოულოდნელად განვითარდეს - მაგალითად, დღესასწაული მხიარულად შეიძლება აღნიშნოთ, მაგრამ სხვადასხვა კამპანიაში.

მორიელი:

ახალი წლის ღამეს შეყვარებულ მორიელებს შეიძლება ბევრი პრობლემა შეექმნათ, მაგრამ მათ მაინც უნდა გამონახონ დრო საყვარელი ადამიანისთვის: ის მკვეთრ რეაგირებას უმოახდენს ყურადღებობაზე, ვიდრე ყველა დანარჩენ რამეზე... თუ წინა დღით არ იჩხუბეთ, 1 იანვარს გაქვთ შანსი, რომ დღემ სასიამოვნოდ ჩაიაროს.

მშვილდოსანი:

შეყვარებული მშვილდოსანი წინასაახალწლო კვირას შეიძლება გარკვეულწილად იმედგაცრუებული იყოს. მათ ალბათ დათრგუნავთ საყვარელი ადამიანისგან შექმნილი ჩარჩოების სივიწროვე და გარშემო ყველაფრის ქონის მიუხედავად, შინაგანად სრულფასოვან სიამოვნებას და ბედნიერებას ვერ განიცდიან. თუ სიტუაცია 1 იანვრამდე არ შეიცვალა, გამორიცხული არ არის ემოციური გაციება და დისტანციაზე ყოფნის სურვილიც რომ გაჩნდეს.

თხის რქა:

ამ კვირაში შეყვარებული თხის რქები მაქსიმალურად ფრთხილად და თავშეკავებულად უნდა მოიქცნენ 30 და 31 დეკემბერს: ამ დროს დარდის, გაუგებრობისა და შეცდომების რისკი ძალიან დიდია. არ გაუფუჭოთ განწყობა საკუთარ თავს და პარტნიორს დღესასწაულის წინ. ახალი წლის პირველ დღეს დაკარგული დროის ანაზღაურება ადვილია.

მერწყული:

ამ კვირაში ვარსკვლავები შეყვარებულ მერწყულებს ურჩევენ, არ შეეწინააღმდეგონ ბედს და არ იწუწუნონ. მართალია, ახალი წლის წინა პერიოდში შექმნილ ვითარებას იდეალურს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ სავსებით შესაძლებელია მათში სასიამოვნო ასპექტების პოვნა და მათი სწორად გამოყენება, განსაკუთრებით 1 იანვრის დადგომისას.

თევზები:

ახალი წლის ღამეს ვარსკვლავები შეყვარებულ თევზებს ურჩევენ დინებას მიყვნენ და ოსტატურად იმოძრაონ მოცემულ გარემოებებში - შემდეგ კვირას, ცხოვრება მათ მოულოდნელ და სასიამოვნო ემოციებს პირდება. ინიციატივები არასასურველია, თქვენი ამოცანაა ახალი წლის დადგომამდე უარი თქვათ ისეთ შემოთავაზებებსა და სიტუაციებზე, რომლებიც აშკარად არ არის თქვენთვის შესაფერისი.