,,არ შეიძლება, თუნდაც საათის გვერდით იდოს წამალი ან საძინებელში სარკესთან გქონდეთ მაკრატელი...“ - ასტროლოგის რჩევა

ასტროლოგია, ცეცხლი

ასტროლოგი გიორგი ლობჟანიძე ადამიანებზე ნივთების ენერგეტიკული გავლენის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი ყურადღებას არ აქცევს ნივთების ენერგეტიკას, რაც ძალიან ცუდია.

,,პირდაპირ ვიტყვი, რომ ნივთებს ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი ზეგავლენა აქვთ, საიდანაც ადამიანები იწებებენ მოვლენებს და ააქტიურებენ შესაბამის ენერგიებს.

არ შეიძლება, თუნდაც საათის გვერდით იდოს წამალი ან საძინებელში სარკესთან გქონდეთ მაკრატელი და  ა.შ.  სამწუხაროდ, ბევრი ასეთ საკითხებს არ უთმობს ყურადღებას და მერე საათივით რომ დატრიალდება ცხოვრებაშიც მსგავსი ნეგატიური მოვლენები სულაც არაა გასაკვირი. არც სხვისი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებას ვემხრობი.

იმიტომ არა, რომ არ ვკადრულობ. იმიტომ რომ არ ვიცი ვისი იყო და საერთოდ რა ენერგეტიკის ადამიანს ჰქონდა ესა თუ ის ნივთი. ხშირადაა შემთხვევები, როცა იწებებენ სხვების, არა მხოლოდ დადებით ან ნეგატიურ ენერგიას, არამედ, დაავადებებსაც კი.

ამიტომაც, თუ რამეს მოირგებთ ან იქონიებთ, კარგად უნდა იცოდეთ ვისია ან ვისი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნივთებთან ურთიერთობას დიდი სიფრთხილე სჭირდება. ამიტომ, უკვე გამოყენებული საგანი ყოველთვის მიიღეთ, თუ მისაღებია მხოლოდ კეთილშობილი და კარგად ნაცნობი ხალხისგან, სხვა შემთხვევაში, უმჯობესია თავშეკავება“, - წერა გიორგი ლობჟანიძე.