1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჰოლივუდის ვარსკვლავმა 76 წლის არნოლდ შვარცნეგერმა გულის ოპერაციის შესახებ და ექიმების დაშვებულ შეცდომაზე პირველად ისაუბრა საჯაროდ.
„შოკში ვიყავი, თვალი რომ გავახილე მოულოდნელად ჩემს წინ ექიმი გაჩნდა და მითხრა: „ძალიან ვწუხვართ, მაგრამ ისე არ მოხდა როგორც ვგეგმავდით. შეცდომა დავუშვით და გულის კედელი გავჭერითო“. საქმე იმაშია, რომ დროს ვერ დააბრუნებ“ - აღნიშნა მსახიობმა.
მსახიობმა ეს ოპერაცია 2019 წელს, ფილმ „ტერმინატორი 6“-ის პრემიერამდე გაიკეთა.
„ეს კატასტროფა იყო. რა უნდა გამეკეთებია? ცვლილელებისკენ გადავერთე და საკუთარ თავს ვუთხარი, ახლა რაც უნდა გავაკეთო ისაა, რომ სწრაფად დავტოვო ეს საავადმყოფო. დავურეკე ჩემს მეგობრებს და ვუთხარი, თქვენ უნდა გამამხნევით-თქო. საავადმყოფოს დერეფანში სიარულისას სულელურად გამოვიყურებოდი. მაგრამ მთავარი მიზანი იყო ჩემი სიარული, რადგან ექიმმა მითხრა, უნდა მევარჯიშა, თუ ფულტვებს არ გაავარჯიშებ, პნევმონია და დაგემართება და მოკვდებიო“ - იხსენებს შვარცნეგერი.
ასევე ნახეთ:
შეყვარებულის გამო ჩადენილი სასტიკი დანაშაული - ცნობილი ინფლუენსერის სკანდალური საქმე
VIDEO: „ღმერთო, გვაკმარე ამდენი უბედურება!“ - შემზარავი კადრები სტიქიის ზონიდან (მსოფლიო)
მამამ იუთუბერი შვილი მოკლა - შემზარავი დანაშაული, რომელმაც ერაყში მასობრივი პროტესტი გამოიწვია