8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

ძირითად, დროს და ენერგიას დღეს ახლობელთა პრობლემების მოგვარებას მოანდომებთ, აუცილებლობა მოითხოვს დაეხმაროთ ირგვლივ,მყოფებს მიუხედავად საოფისე საქმეების სიუხვისა.

კურო

რთული, კონფლიქტური დღეა, სურვილი გაგიჩნდებათ, გაერიდოთ ყველას და ყველაფერს, გაიქცეთ სადღაც შორს და დაივიწყოთ ის, რაც აქამდე მხრებზე ტვირთად გაწევთ. ნუ აჰყვებით ემოციებს, ყველაფერი მალე ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

ტყუპები

დღეს თქვენ სწორად და გონივრულად შეძლებთ ბიუჯეტის გადანაწილებას ყველა საჭიროებაზე, შენაძენიც მეტად სარგებლიანი იქნება.

კირჩხიბი

დაეყრდენით მხოლოდ თქვენს ძალებსა და შესაძლებლობებს, გამოიჩინეთ შეუპოვრობა და წარმატება გარანტირებული გაქვთ.

ლომი

დროა, საკუთარ ცხოვრებას სერიოზულად შეხედოთ. იმისათვის, რომ მოახდინოთ ახალი იდეებისა და თამამი გეგმების რეალიზება, საჭიროა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა.

ქალწული

დღეს გაქვთ შანსი, როგორც პროფესიულ, ასევე, პირად ცხოვრებაში, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. ყველაფერი რაც ახლა ხდება, თქვენი მიზანდასახულობისა და შეუპოვარი შრომის შედეგია.

სასწორი

იცვლება თქვენი მსოფლმხედველობა, შესაძლოა, რაიმე ახლის შესწავლითაც დაკავდეთ, ამ პერიოდში ადვილად აითვისებთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას. გამოიყენეთ ეს შანსები.

მორიელი

მთავარია, იზრუნოთ თქვენ რეპუტაციაზე, მაქსიმალურად შეეცადეთ, იყოთ თავდაჭერილი და არ დაუშვათ შეცდომები, რადგანაც ახლო მომავალში ძალიან გაჭირდება მათი მოგვარება.

მშვილდოსანი

თქვენში უსაზღვრო ენერგია ბობოქრობს, გამოიყენეთ ის პროფესიულ საკითხებში, საქმიანი ურთიერთობების განვითარებაში, მოიძიეთ გავლენიანი ნაცნობები და განიმტკიცეთ პოზიციები.

თხის რქა

კარგი დღეა ფიზიკური საქმიანობისთვის, წარმატებებია მოსალოდნელი სამსახურებრივ ასპარეზზე, თუმცა ფინანსური კუთხით სირთულეები ჯერ ისევ აქტუალურია.

მერწყული

საქმიან სფეროში წარმატებებსა და შექებას ელოდეთ, დაკმაყოფილდება თქვენი ამბიციები, ხელმძღვანელი პირებიც მეტად დაგაფასებენ, ელოდეთ მათგან საინტერესო შემოთავაზებას.

თევზები

შეეცადეთ, იფიქროთ და კონცენტრირდეთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, ნუ დახარჯავთ თქვენს ენერგიას წვრილმანებზე, ნუ შექმნით კონფლიქტურ სიტუაციას.