4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

გააანალიზეთ და იმუშავეთ წარმოქმნილ პრობლემებზე, რათა აიცილოთ სხვადასხვა დრამები,  ნუ დაწვრილმანდებით ყველა უმნიშვნელო საკითხის გამოკვლევაზე. წინ საინტერესო კვირაა, ამიტომ, შეეცადეთ, დღეს, დაისვენოთ.

კურო

კარგი იქნება, თუ მეტ ყურადღებას და დროს დაუთმობთ სანათესავო და მეგობრულ კავშირებსა. ახლა მათი გვერდით ყოფნა ძალიან სასარგებლოა თქვენთვის.

ტყუპები

თუ რაიმე საინტერესო იდეა გაქვთ, შეგიძლიათ თამამად გარისკოთ და გამოიჩინოთ ინიციატივა. მთავარია, ენერგია დაზოგოთ. გახსოვდეთ, ზოგჯერ დასვენება , უბრალოდ, აუცილებელია.

კირჩხიბი

კარგი იქნება განმარტოება და გაცნობიერება, თუ რამდენად სწორია თქვენი ქმედებები. ნურაფერზე ჩაიციკლებით, მალე, ყველაფერი მოგვარდება.

ლომი

მეგობრული ურთიერთობები, გულითადი საუბრები და მხიარული განწყობა ყველაზე რთულ სიტუაციებსაც კი მოაგვარებს. შესაძლოა, არაერთი მეგობარი შეიძინოთ და სწორედ თქვენ გახდებით ამ ახალი კავშირების ლიდერი.

ქალწული

დიდია სასიყვარულო სფეროში განხეთქილებისა და გაუგებრობების ალბათობა, თუ გინდათ, ამ ურთიერთობის შენარჩუნება, სასურველია, იყოთ გულწრფელი და ღიად ისაუბროთ თქვენს გრძნობებსა და განცდებზე, იმაზე თუ რა გაწუხებთ.

სასწორი

სასურველია, კონცენტრირდეთ იმ საქმეებზე, რომელიც ოჯახის სიმტკიცისთვის აუცილებელია. საღამოს განიტვირთეთ.

მორიელი

კარგი იქნება დაიცვათ ოქროს შუალედი, როგორც პირად, ასევე საქმიან სფეროშიც, რათა არ დაირღვეს თქვენი კომფორტის ზონა და თავი არ ამოყოთ მახეში, შეეცადეთ, დაისვენოთ, რთული კვირა იწყება, რომელიც ბევრ კარგ სიახლეს გპირდებათ.

მშვილდოსანი

ყველაფერში მეგობრებისა და კოლეგების იმედად ნუ იქნებით, მართალია, ისინი თქვენი ერთგულები არიან, მაგრამ რაღაც მომენტში, შესაძლოა, გვერდით არ აღმოჩნდნენ და მარტოს მოგიწიოთ პრობლემებთან გამკლავება.

თხის რქა

დღეს, შესაძლოა, ნათლად დაინახოთ, თუ რა ნეგატიურად აისახება თქვენი განწყობა თქვენსავე ჯანმრთელობაზე და საერთოდ მთელს ცხოვრებაზე. იმხიარულეთ და გაიფერადეთ ცხოვრება. 

მერწყული

გააკეთეთ ყველაფერი, რაც გსიამოვნებთ და გაინტერესებთ, უბრალოდ, არ დაივიწყოთ, რომ თქვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი უფლებების შეზღუდვა იწყება. 

თევზები

შეიქმენით მყუდრო გარემო სახლში, დაალაგეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, იშოპინგეთ და საღამო გაატარეთ მეგობრებთან.