30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

უარს ნუ იტყვით ახალ ნაცნობობაზე, მიუხედავად დატვირთული დღისა, სამომავლოდ, ეს ადამიანი სრულიად მოულოდნელ გარემოებაში დიდ სამსახურს გაგიწევთ.

კურო

თქვენზე დიდად იქნება დამოკიდებული, რა იქნება ხვალ. თუ სიტუაციას გონივრულად წარმართავთ და მიზნებს მკაფიოდ ჩამოაყალიბებთ, კარიერულ თუ პირადი საკითხებში, ძალიან კმაყოფილი დარჩებით.

ტყუპები

ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, ამ ეტაპზე, პირადი საკითხებია. ახლა შეგიძლიათ, შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ ურთიერთობებში, მაგრამ რადიკალური ცვლილებებისა და საქმეების გარჩევისგან, სჯობს, თავი შეიკავოთ.

კირჩხიბი

სასიკეთო შედეგებს მიაღწევთ მოლაპარაკებებში, იყავით დარწმუნებული საკუთარ თავში და ძალებში, ამგვარად, შეძლებთ წარმატებით განახორციელოთ თქვენი ამბიციური ჩანაფიქრები.

ლომი

წარსული გაიყოლებს თქვენს დარდსა და მწუხარებას, ყოველივეს რაც თქვენს წინსვლას აფერხებდა. ეს პერიოდი სასიკეთოა საპირისპირო სქესის ადამიანებთან ურთიერთობისთვის, ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი, იყავით ლაღი და გახსნილი.

ქალწული

სამყარო იცვლება, მასთან ერთად ვიცვლებით ჩვენც, ჩვენი შეხედულებები. ისწავლეთ სიტუაციის თქვენთვის სასიკეთოდ გამოყენება. ოჯახში რადიკალური ცვლილებებია მოსალოდნელი, თუმცა, ეს სასიკეთო იქნება თქვენთვის.

სასწორი

გადაწყვეტილებების მიღებისას, გამოიჩინეთ სიფრთხილე და ყურადღება. თქვენთვის კარიერული აღმავლობის პერიოდია, პირად თემებში, ნუ იაქტიურებთ და ნუ აჰყვებით ჭორებს, შეინარჩუნეთ სულიერი წონასწორობა.

მორიელი

ნუ შეცვლით თქვენს გადაწყვეტილებებს სწრაფად და გაუაზრებლად. იმოქმედეთ გონივრულად და წარმატება თქვენკენ იქნება ნებისმიერ სფეროში. 

მშვილდოსანი

შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნებისმიერ სიტუაციაში, გამორიცხეთ ხმამაღალი ტონი და აგრესია, უცერემონიო ქმედება, რადგან ასეთ საქციელს შეუქცევადი შედეგები მოჰყვება.

თხის რქა

მოუსმინეთ თქვენს გულს, ნებისმიერი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ, თუ მას სიამოვნებით შეასრულებთ. ამასთან, ერთად თხის რქების უმრავლესობა, დღეს, უფროსებისა და კოლეგების კეთილგანწყობას მოიპოვებს.

მერწყული

თავი შეიკავეთ სარისკო ქმედებებისგან, თქვენი ამბიციური ნაბიჯებისა და კარიერული წინსვლისთვის, მეტი სიმშვიდე და გამოცდილება გჭირდებათ, პროფესიულ ცოდნასთან ერთად.

თევზები

მატულობს იღბლიანობა, თუმცა, სიტუაცია ირგვლივ საკმაოდ რთულია. შეიქმენით პოზიტიური განწყობა, სასურველია, საქმეების მიუხედავად, დაისვენოთ.