3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დიდია ალბათობა, რომ დამატებითი ფულადი შენაძენი ან საჩუქარი მიიღოთ. წინ მნიშვნელოვანი კვირაა, ამიტომ, საფუძვლიანად დაისვენეთ.

კურო

არჩევანი გააკეთეთ, რაც სარგებლიანი იქნება თქვენთვის და ამავდროულად პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით. ერიდეთ კონფლიქტურ ადამიანებს.

ტყუპები

ახლა მნიშვნელოვანია, გაერკვეთ, რა შეგიძლიათ სინამდვილეში და სადაა საზღვარი სურვილსა და შესაძლებლობებს შორის.

კირჩხიბი

კარგი დროა, დასვენებისთვის  და ძალების აღსადგენად, სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურებით, მარტივად მიაღწევთ სულიერ ჰარმონიას.

ლომი

არომათერაპია და მედიტაცია პოზიტიურად იმოქმედებს საერთო ფონზე, კარგ განწყობას შემოიტანს ხატვა, მუსიკა , გასეირნება ბუნებაში.

ქალწული

დღეს, კარგი იქნება, თუ საქმეებს მალე მორჩებით და თავს გაანებივრებთ სხვადასხვა სარელაქსაციო პროცედურებით, ეწვიეთ კოსმეტიკის კაბინეტს და სპა ცენტრებს.

სასწორი

ეს პერიოდი ხელს არ უწყობს ექსპერიმენტებს. საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ სპეციალისტს, რათა ზიანი არ მიაყენოთ თქვენს ჯანმრთელობას.

მორიელი

ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზს და საინტერესო ინფორმაციას, მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

მშვილდოსანი

ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს, ერიდეთ კალორიულ კერძებს, მოუსმინეთ საკუთარ სხეულს. ნუ აჰყვებით გარემო ფაქტორებს, ნუ ჩაერთვებით ქაოსში, ახლა სჯობს, დაისვენოთ.

თხის რქა

მუდმივად ცუდზე ფიქრი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებთან მიგიყვანთ. დაივიწყეთ უსიამოვნებები და მეტი დრო გაატარეთ პოზიტიურ ადამიანებთან.

მერწყული

ერიდეთ, ირგვლივ მყოფებთან კამათსა და კონფლიქტს, სჯობს, იფიქროთ ურთიერთობების დალაგებაზე, თუ ეს არ ხერხდება, სჯობს,  უბრალოდ, განმარტოვდეთ.

თევზები

გაანებივრეთ საკუთარი თავი, კოსმეტოლოგიური, ან სპა პროცედურებით, შეიცვალეთ ვარცხნილობა.  მოიწყვეთ განტვირთვის დღე.

ასევე ნახეთ:

ყველაზე იღბლიანი დღეები სასიყვარულო თავგადასავლებისთვის 2024 წელს

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის მარტი შესაძლოა, შედარებით რთული და საყურადღებო აღმოჩნდეს

ზოდიაქოს ამ ნიშნებს მარტში რთული დღეები ელით - ნახეთ, ვის აფრთხილებს ასტროლოგი