3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის მე-3-4 დღე. დღეს, მთვარე ტყუპებში გამოიწვევს აურზაურს, დაბნეულობას, არათანმიმდევრულობასა და წინდაუხედულობას, ახალისებს წესებისგან გადახვევის სურვილს. იზრდება ავანტიურიზმის ალბათობა. "თამაში წესები" არც თუ სამართლიანი იქნება.  ფრთხილად იმოძრავეთ გზებზე.

დღის დადებითი მხარეებია: კომუნიკაბელურობა, მობილურობა, მოქნილობა, უკან დასახევი გზის მარტივად პოვნა.

ვერძის ნიშანში ვენერას შესვლა გრძნობებს „გაათბობს“, ბიძგს მისცემს არსებულ ურთიერთობებში პოზიტივის დანახვასა და ახალი ურთიერთობების დაწყებას.

ვერძი

ნუ გაამახვილებთ ზედმეტ ყურადღებას თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, მაგრამ სასურველია, იფიქროთ ხარჯების სწორ გადანაწილებაზე. ნუ აჰყვებით ფუფუნების საგნების შეძენის სურვილსა და ცდუნებას.

კურო

ეს დღე ხელს უწყობს ახალი საქმეების დაწყებას. მიუდექით ყველაფერს არასტანდარტული მეთოდებით, იქნება ეს ბიზნესი, თუ სასოფლო სამეურნეო სამუშაოები.

ტყუპები

სასურველია, ორიენტირდეთ დამატებითი შემოსავლების წყაროებზე, შესაძლოა, შეიცვალოთ შრომის გრაფიკი, უფრო მეტად დაფიქრდეთ მატერიალური კეთილდღეობის საკითხებზე.

კირჩხიბი

შესაძლოა, ჰორიზონტზე გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც სარფიან საქმეს შემოგთავაზებთ. სანამ პასუხს გასცემთ, კარგად შეისწავლეთ ყველა დეტალი და გათვალეთ შედეგები.

ლომი

ყოველდღიური ოჯახური საკითხები და ვალდებულებები დამღლელი და აუტანელი ხდება, მაგრამ მალე, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. გაგახარებთ ახალი პერსპექტივები და ახალი სასარგებლო ნაცნობობა.

ქალწული

დაისახეთ ახალი გეგმები და უფრო მეტად გააქტიურდით. დროა, პირად ურთიერთობებში მეტი სიცხადე შეიტანოთ და წერტილი დაუსვათ გაურკვევლობას. იფიქრეთ ოჯახში თქვენს როლსა და პასუხისმგებლობაზე.

სასწორი

შესაძლოა სამსახურებრივი რომანი წამოიწყოთ, ნუ დაკარგავთ კონტროლს საქმეზე, მეტი ყურადღებით მოეკიდეთ თანამშრომლებსა და კოლეგებს.

მორიელი

შესაძლოა, თქვენი გრძნობებითა და ემოციების გამოხატვით, თქვენი პარტნიორი უფრო მეტად გაააქტიუროთ , რითაც თქვენს ურთიერთობაში არსებულ გაუგებრობას ბოლო მოეღება.

მშვილდოსანი

იყავით ზომიერად თავდაჯერებული, ახლა თქვენთვის ზედმეტი თავდაჯერებულობა და ამბიციები არ იქნება წარმატების მომტანი, ეს მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ.

თხის რქა

თქვენ შეძლებთ სწორად აღიქვათ სიტუაცია და ზუსტად და დროულად იმოქმედოთ. კარგი დროა,  გამოავლინოთ საკუთარი პროფესიონალიზმი და უნარები.

მერწყული

იყავით წინდახედული, მეტი სიფხიზლე გამოიჩინეთ, რათა არ აღმოჩნდეთ სხვა ადამიანების პრობლემების მარწუხებში და საკუთარ მხრებზე არ აიღოთ მათი ტვირთი.

თევზები

იყავით უფრო ოპტიმისტურად განწყობილი და ნუ იქნებით ზედმეტად მატერიალური საკითხებით მოცული. გახალისდით, გაუკეთეთ საჩუქარი საკუთარ თავს, გაილამაზეთ გარემო.