3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის მე-6-7 დღე. დღეს მთვარე სასწორშია, რაც ნიშნავს , რომ ემოციები მაქსიმალურად უნდა ვაკონტროლოთ. 

არახელსაყრელი დღა,  მასშტაბური შესყიდვებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, გადადეთ სარისკო ქმედებები, საჯარო განცხადებები. არ არის სასურველი ახალი პროექტების დაწყება.

ვერძი

პირადი ურთიერთობები დღეს მეტ ყურადღებას მოითხოვს. თვალი გაუსწორეთ სიმართლეს, ნუ მოიტყუებთ თავს.

კურო

ნუ გარისკავთ, აკონტროლეთ თქვენი ქმედება და სიტყვები, განსაკუთრებით, პარტნიორულ სფეროში. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას.

ტყუპები

დღეს მეტად დაინტერესდით აღმზრდელობითი საკითხებით. შესაძლოა, ახალ სამსახურზე დაფიქრდეთ, რადგან ძალიან გჭირდებათ გარემოს გამოცვლა.

კირჩხიბი

თქვენი ენერგეტიკული მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდება, თუმცა, სასურველია, ძალები გადაანაწილოთ და ერთდროულად ნუ შეეჭიდებით რამდენიმე საქმეს.

ლომი

პირად სფეროში ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას, მშვიდად დააკვირდით სიტუაციის განვითარებას. 

ქალწული

მაღალია, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, პრობლემებისა და გაუგებრობების წარმოქმნის ალბათობა. მეტი თავშეკავება გმართებთ პირად ურთიერთობებშიც.

სასწორი

კარგი დღეა პირადი ურთიერთობების მოწესრიგებისთვის. პატარ-პატარა წარმატებები ბევრ სიახლეს გპირდებათ.

მორიელი

ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ნურც სხვათა რჩევებს აჰყვებით.

მშვილდოსანი

კარიერულ სფეროში წინსვლაა მოსალოდნელი, თქვენი პოზიციები ძლიერდება.

თხის რქა

შესაძლოა, დღეს ირგვლივ მყოფებს მოეჩვენოთ, რომ კონფლიქტური ხართ , რაც ძალიან არ წაგადგებათ. აკონტროლეთ ემოციები.

მერწყული

თქვენი მეგობრული კავშირები და დიპლომატიური მიდგომა დაგეხმარებათ ფინანსური საქმეების წარმატებით გადაჭრაში.

თევზები

ნუ მოახდენთ სხვებზე ზეწოლას, გაერკვიეთ მიმდინარე მოვლენებში. ნუ იჩქარებთ ადამიანებისა და სიტუაციების შეფასებას ზედაპირული დასკვნის საფუძველზე.