26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

იყავით ყურადღებიანი, გახსნილი და მოსიყვარულე ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების მიმართ. ნუ გადადებთ სამომავლოდ ახალწარმოქმნილ დაბრკოლებებს და პრობლემებს, ეცადეთ, ყოველივე მომენტალურად აღმოფხვრათ. 

კურო

დილიდანვე სწორად გადაანაწილეთ პრიორიტეტები და დრო ნებისმიერ წვრილმან საქმეზეც კი. ეს მოგცემთ საშუალებას მშვიდად გაუმკლავდეთ სირთულეებს და იყოთ მეტად პროდუქტიული. საღამოს აუცილებლად განიტვირთეთ სასიამოვნო გარემოში, ეს ახლა ძალიან გჭირდებათ.

ტყუპები

შესაძლოა მცირე საჩუქარი, ან წერილი მიიღოთ, რომელიც ძალიან გაგახარებთ. დაურეკეთ მეგობრებს, გაერთეთ და აიმაღლეთ განწყობა.

კირჩხიბი

გაღიზიანება და შფოთი უკვალოდ ჩაივლის, თუ თქვენს ენერგიას პროდუქტიულად დახარჯავთ. დაკავდით ფიზიკური ვარჯიშით, გადააადგილეთ ავეჯი, იცეკვეთ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

ლომი

იყავით მომავალზე ორიენტირებული, მაგრამ იცხოვრეთ დღევანდელი დღით, დატკბით ყოველი წუთით. თქვენი  მზრუნველობა ახლა ბევრს ძალიან სჭირდება.

ქალწული

იზრუნეთ მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებაზე. ნაყოფიერად გამოიყენეთ ეს დღე. მთავარია, დასახული მიზნიდან არ გადაუხვიოთ. საღამოს აქტიურად დაისვენეთ.

სასწორი

მეტი გულისხმიერება და გონივრული ქმედება გმართებთ სასიყვარულო სფეროში, ნუ გადაამეტებთ. სხვა მხრივ, გაშალეთ ფრთები, გახალისდით, გაახალისეთ გარემოც და განეწყვეთ უკეთესი მომავლისთვის.

მორიელი

ნუ იტყვით უარს საკუთარ ბედნიერებაზე, გადამეტებული დრამატულობა მხოლოდ ხელს შეგიშლით წარმატების მიღწევაში. ემოციები გააკონტროლეთ და დაისვენეთ.

მშვილდოსანი

დღეს მარტივად შეძლებთ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას, მხოლოდ მეტი გულისხმიერებაა საჭირო. რთული კვირის შემდეგ, ეცადეთ, დაისვენოთ.

თხის რქა

დაფიქრდით, რას გრძნობთ, რამდენად განიჭებთ სიამოვნებას, ის რასაც აკეთებთ? გააანალიზეთ სად ხართ, რა გჭირდებათ ცხოვრებაში. რასაც უნდა აკეთებდეთ, გახსოვდეთ, დასვენება აუცილებელია.

მერწყული

მიუხაედავად უქმე დღისა, სიახლეებისთვის, რაღაც ახლის დასაწყებად მშვენიერი დღეა. იმოქმედეთ, აიმაღლეთ განწყობა და მოტივაცია, საღამოს განიტვირთეთ მეგობრების წრეში.

თევზები

იყავით გულისხმიერი გარშემომყოფების მიმართ. დააფასეთ საკუთარი თავი, შეაქეთ ყოველი პატარა მიღწევისთვის და აუცილებლად დაისვენეთ.