22 იანვარს პირველად, მე-18 საუკუნის შემდეგ, მზე და პლანეტა პლუტონი მერწყულის ნიშანში შეერთდებიან - ზოდიაქოს რომელი ნიშნები იგრძნობენ ყველაზე მეტად ცვლილებას

ჰოროსკოპი

პირველად, მე-18 საუკუნის შემდეგ, მზე და პლანეტა პლუტონი მერწყულის ნიშნის პირველ გრადუსში ერთიანდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ახალი, კიდევ უფრო საინტერესო ეტაპი იწყება.

მზე და პლანეტა პლუტონი მერწყულის ნიშანში 2024 წლის 22 იანვარს შეერთდებიან. ბოლოს მსგავსი ასტროლოგიური მოვლენა მე-18 საუკუნის ბოლოს მოხდა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს კომბინაცია თითოეულ ადამიანს დიდ სურვილს მოუტანს, რომ საკუთარი ცხოვრება გააუმჯობესოს არა მხოლოდ ესთეტიკურად, არამედ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის დღე, როცა შესაძლოა, მიხვდეთ, რომ ის, რაც უკვე არსებობს, მოძველებულია და რაღაც ახალი უნდა შექმნათ. მაგალითად, თუკი წლებია რაიმეს გაკეთება გინდათ, ზუსტად ამ დღეს შეგიძლიათ, პირველი ნაბიჯები გადადგათ. თუ უკვე დიდი ხანია, ბინის გაყიდვაზე, სტილის შეცვლაზე, საკუთარი უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესებაზე ოცნებობთ, მზისა და პლანეტა პლუტონის გაერთიანება დაგეხმარებათ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ.

თუ წონაში დაკლება, გარეგნობის ფორმირება გსურთ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს დაიწყოთ. მზისა და პლანეტა პლუტონის შეერთება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგანაც ორივე მათგანს ტრანსფორმაციული ბუნება აქვს. სწორედ 22 იანვარს დიდ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ და ყველა შანსი გაქვთ, რომ საკუთარი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოთ, გახდეთ უფრო თავდაჯერებული და თამამი ნაბიჯების გადადგმის არ შეგეშინდეთ... ვრცლად..

ასევე ნახეთ:

როგორ გამოიყურება ნოდიკო ტატიშვილის ბინა თბილისის ცენტრში - ფოტოები

22 იანვარს პირველად... რატომაა ეს დღე განსაკუთრებული და ვისთვის იქნება გადამწყვეტი ცვლილებები