15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის მე-16-17 დღე. დღეს მთვარის ურთიერთქმედება სატურნთან და ურანთან გვირჩევს, ვეძიოთ კომპრომისი თავისუფლებასა და თვითკონტროლს შორის. აუცილებელია წესების დაცვა და კონსტრუქციული გადაწყვეტილებების ძიება.

ვერძი

ნუ აჰყვებით ნეგატიურ ვიბრაციებს. პირად ურთიერთობებში შეძლებთ მიიღოთ ის, რაც თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.

კურო

დღევანდელი დღე კმაყოფილებას მოგგვრით. შესაძლოა, პიროვნული განვითარების ახალ ეტაპზე აღმოჩნდეთ, მიუხედავად თქვენი პასიურობისა, მოვლენები თქვენს სასარგებლოდ განვითარდება.

ტყუპები

დაპატიჟეთ სტუმრად დიდი ხნის უნახავი მეგობრები. ამასთან,  სიფრთხილე გამოიჩინეთ კოლეგების მიმართ, შესაძლოა, ინტრიგებსა და გაუგებრობებში გაგხვიონ.

კირჩხიბი

შესაძლოა, სარემონტო სამუშაოებით დაკავდეთ, ბევრი საკითხი მოითხოვს დროულ გადაჭრას, უთქვენოდ ეს პრობლემები არ მოგვარდება.

ლომი

შესაძლოა, დღეს დახმარებისთვის მოგმართონ. ნუ გასცემთ უსაფუძვლო დაპირებებს, ნუ გადააჭარბებთ თქვენს შესაძლებლობებს, თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი საქმეების წამოწყებისგან.

ქალწული

მოერიდეთ სიცრუეს და, თავის წარმოსაჩენად, სხვადასხვა ხრიკების გამოყენებას, ეს მხოლოდ შელახავს თქვენს რეპუტაციას და ზიანს მოგიტანთ. ახლა სჯობს, დაისვენოთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

სასწორი

იყავით კეთილგანწყობილი ირგვლივ მყოფებთან, მოინახულეთ და მონაწილეობა მიიღეთ კულტურულ ღონისძიებებში, წარმოაჩინეთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი სხვადასხვა საღამოებზე.

მორიელი 

აქტიურ ფაზაში შედის პირადი ცხოვრება, მოზღვავებული ემოციები ერთმანეთს ცვლის. მრავლად გექნებათ შეხვედრები და კომუნიკაციები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

მშვილდოსანი

შესაძლოა ჭორებისა და ინტრიგების ქარცეცხლში აღმოჩნდეთ, ზურგს უკან შეთქმულება მზადდება, ამიტომ, იყავით ყურადღებით, რათა საფრთხე არ შეექმნას თქვენს ავტორიტეტსა და კეთილდღეობას.

თხის რქა

დაგროვილი რუტინული საქმეების მოგვარებას მთელი თქვენი დრო და ენერგია მიაქვს, იყავით თანმიმდევრული, გადახედეთ საქმიან ქაღალდებს და შეასრულეთ ძველი დაპირება.

მერწყული

კოლეგების მხრიდან კომპლიმენტებსა და მხარდაჭერას დაიმსახურებთ. თქვენი ორგანიზატორული ნიჭი და საქმისადმი დამოკიდებულება მართლაც შთამბეჭდავი და სამაგალითოა.

თევზები

შესაძლოა, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ. რაც თქვენი თვისებებისა და ჩვევების ძირფესვიანად შეცვლას გამოიწვევს. საბოლოოდ ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ იმუშავებს.