15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის მე-18-19 დღე. მთვარის, იუპიტერისა და ვენერას ურთიერთქმედება წარმატების მისაღწევად ხელსაყრელ გარემოს ქმნის. დღეს, აუცილებლად ადექით ადრე, რათა მეტი დრო გქონდეთ საქმის გასაკეთებლად. დღეს, თითქმის ყველას, შანსი აქვს,  წარმატებას მიაღწიოს, თუ სწორად იმოქმედებს.

დღეს შეგიძლიათ, სწრაფად და მარტივად გადაჭრათ ყველა ფინანსური პრობლემა, მთავარია, საკუთარი თავის გვჯეროდეთ.

ვერძი

ნუ გათქვამთ საიდუმლოს, იყავით ყურადღებით, რათა არ აღმოჩნდეთ შურიანი ადამიანების ხაფანგში და ხელიდან არ გაგიფრინდეთ სარფიანი კონტრაქტი.

კურო

თქვენი პოზიტიური ენერგიითა და რჩევებით ადვილად მოინადირებთ ირგვლივ მყოფებს და უფრო პოპულარულიც გახდებით.

ტყუპები

იყავით ყურაღებით, შესაძლოა, სარფიანი, მეტად მოგებიანი ხელშეკრულება დადოთ, ან გამოიმუშაოთ დამატებით მნიშვნელოვანი თანხები.

კირჩხიბი

მზის ენერგიების გაძლიერებასთან ერთად, იზრდება თქვენი ოპტიმიზმი, ატმოსფერო თქვენს ირგვლივ უფრო საინტერესო და სასიამოვნო ხდება.

ლომი

შესაძლოა, დღეს თავი შეგახსენოთ წარსულში დარჩენილი ადამიანების ზარმა, ან შეტყობინებამ. შესაძლოა, გაიხსნას სიყვარულთან დაკავშირებული საკვანძო საკითხები.

ქალწული

არის ალბათობა, თქვენს კარიერულ გზაზე დაბრკოლებამ იჩინოს თავი და ხელიდან გაუშვათ წარმატების შანსი. ამიტომ, იყავით მაქსიმალურად ყურადღებით და ფხიზლად.

სასწორი

თქვენი შემოქმედებითი უნარების გამოყენებით, შეძლებთ ყველა დაბრკოლების გადალახვას. კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად.

მორიელი

დიდი ალბათობით, იგრძნობთ მზაობას დამოუკიდებლად მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. შეინარჩუნეთ ემოციური ბალანსი.

მშვილდოსანი

თქვენი საქმეები სწრაფად და წარმატებით ვითარდება, მთავარია ემოციები გააკონტროლოთ და ყველაფერი კარგად იქნება.

თხის რქა

დაგეგმეთ შეხვედრები, ბევრი ილაპარაკეთ თქვენს იდეებზე, დაიწყეთ ახალი ამოცანების გადაჭრა, გამოიყენეთ თქვენი ლიდერის თვისებები.

მერწყული

გამოიყენეთ დიპლომატია, იყავით ნაკლებად კრიტიკული, წინააღმდეგ შემთხვევაში, იტრიალებთ ერთ წრეზე და წინ ვერ წახვალთ.

თევზები

თუ ახალ სამსახურს ეძებთ, ახლა კარგი შანსი გაქვთ იპოვოთ სასურველი საქმე და გახდეთ უფრო წარმატებული.