11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

იყავით ორგანიზებული და დროულად დაასრულეთ ის საქმეები, რომელსაც ხელი მოჰკიდეთ. თუ სათანადო ყურადღებასა და გონიერებას გამოიჩენთ, დღევანდელმა შრომამ შესაძლოა, კარგი შემოსავალი მოგიტანოთ.

კურო

სასიკეთო დღეა, თქვენი შრომა, ასევე დიდი პასუხისმგებლობის შეგრძნება უყურადღებოდ არავის დარჩება. შესაძლოა, მოგიმატონ ხელფასი.

ტყუპები

იმისათვის, რომ თავი გაართვათ მნიშვნელოვან საქმეებს, გაითვალისწინეთ, თქვენს დიპლომატიის უნარზე და მოთმინებაზეა დამოკიდებული კარიერული წარმატება. თუ გაქვთ საშუალება, მეტად დაისვენეთ, იყავით პასიურ მდგომარეობაში.

კირჩხიბი

სიახლეებით დახუნძლული დღეა, დაკავდით რაიმე მნიშვნელოვანით და აქტიურად გამოიყენეთ ამ დღის შესაძლებლობები, გარისკეთ გონივრულად, იმოქმედეთ, გამოიჩინეთ ინიციატივა.

ლომი

ნაყოფიერი დღეა, ნებისმიერი საკითხის მოგვარებას შემოქმედებითად მიუდექით, ეცადეთ, ახლებურად მიუდგეთ ძველ საქმიანობას, მოგებიანია ფინანსურ თემებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. შესაძლოა, მოგიწიოთ ქალაქგარეთ გასვლა.

ქალწული

მოულოდნელობებით აღსავსე დღეა, შესაძლოა, შეტყობინება მიიღოთ ადამიანისგან, რომელმაც წარსულში გული გატკინათ. ასევე შესაძლოა, წარმატებით დაგვირგვინდეს ადრე დაწყებული ფინანსური პროექტები.

სასწორი

იყავით დამოუკიდებელი, აქტიური და ინიციატორი ნებისმიერ საქმეში. გარისკეთ, ამგვარად, მხოლოდ მოგებული დარჩებით. სასიკეთო დღეა სასიყვარულო საკითხებისთვის. შესაძლოა, გაგაოცოთ სატელეფონო ზარმა.

მორიელი

თავი შეიკავეთ ფინანსური საკითხების წარმოებისგან, ასევე, არ არის სასურველი მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთება. დღე მეტად სასიკეთოა საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად.

მშვილდოსანი

სასიკეთო დღეა კარიერული საკითხების მოსაგვარებლად, ფინანსური ოპერაციების, მოლაპარაკებებისა და სხვა აქტივობებისთვის, აი, პირად სფეროს რაც შეეხება, სჯობს, კარგად გაერკვიოთ როგორც საკუთარ თავში, ასევე, პარტნიორის მოთხოვნებში.

თხის რქა

საქმიანი და აქტიური დღეა, ნუ დაიხევთ უკან, იმოქმედეთ, დაუმტკიცეთ საკუთარ თავსაც და კონკურენტებს, რომ იმაზე მეტის გაკეთება შეგიძლიათ, ვიდრე მათ ჰგონიათ.

მერწყული

იცხოვრეთ იმ რეალობაში, რომელშიც ხართ, თქვენ არც წარსულში ხართ და არც მომავალში. დატკბით, ისიამოვნეთ იმით, რაც გაქვთ. ურთიერთობებში შესაძლოა, დაპირისპირებამ და დაძაბულობამ იჩინოს თავი, ეცადეთ, არ გაართულოთ სიტუაცია.

თევზები

მშვენიერი დღეა, ყველაფერს წარმატებით დაასრულებთ, მთავარია, კონცენტრირდეთ ძირითად საქმეებზე. გქონდეთ მეგობრების მხარდაჭერის იმედი