10 ყველაზე გამორჩეული წყვილი ზოდიაქოს ნიშნებიდან

წყვილი

საერთოდ, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობის დამყარება შეუძლიათ ერთი სტიქიის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, მაგალითად, ვერძსა და ლომს, კუროსა და თხის რქას, სასწორსა და მერწყულს და ა. შ.

რაც უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, ერთმანეთს იზიდავენ საწინააღმდეგო ნიშნებით დაბადებული ადამიანებიც, მაგალითად, ვერძი და სასწორი, კურო და მორიელი, ტყუპი და მშვილდოსანი და ა. შ. ასტროლოგთა დაკვირვებით, ყველაზე კარგი ურთიერთობა აქვთ შემდეგ წყვილებს:

1. ქალი მორიელი და მამაკაცი კურო

მიუხედავად საწინააღმდეგო ცხოვრებისეული ფასეულობებისა და განსხვავებული ენერგიებისა, მათ ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. კურო იხიბლება მორიელის მძლავრი მაგნეტიზმითა და სექსუალურობით.

2. მამაკაცი ვერძი და ქალი მშვილდოსანი

წარმატებული შეთავსებაა. მათი ურთიერთობა ისეთივე ცეცხლოვანი და ვნებიანი იქნება, როგორიც მათი სტიქიები. სითამამე, მეამბოხეობა, გამბედაობა და სიმამაცე - აი, ამ ზოდიაქოს ნიშნების ძირითადი შტრიხები.

 

3. ქალი მერწყული და მამაკაცი ტყუპი

შესანიშნავი წყვილია. ამ ნიშნებს ერთნაირი მსოფლმხედველობა აქვთ. სიმსუბუქე და მოხერხებულობა მათ კავშირს მიანიჭებს სულიერ ურთიერთგაგებასა და დაუძაბავად ცხოვრებას. ისინი საიმედო მეგობრები და პარტნიორები არიან.

4. მამაკაცი თხის რქა და ქალი ქალწული

პრაქტიკულობა, ურყეობა და ერთნაირი მსოფლმხედველობა მათ კავშირს იდეალურად აქცევს. ამ წყვილის ბინასა და სამსახურში ყოველთვის წესრიგი სუფევს. მათი მოქმედება თანმიმდევრული და საიმედოა.

5. მამაკაცი თევზები და ქალი მორიელი

არავის შეუძლია გამოხატოს გრძნობები ისე ღრმად და ფაქიზად, როგორც წყლის სტიქიის წარმომადგენლებს. ნებისყოფიანი და მიმზიდველი ქალი მორიელი აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეს თევზების ფაქიზ სულს, მოუაროს თავის მამაკაცს. თევზებს, თავის მხრივ, შეუძლია მორიელს უდიდესი ემოციური განცდები მიანიჭოს.

6. მამაკაცი ლომი და ქალი კირჩხიბი

ძლიერ, ვაჟკაცურ და ამაყ მამაკაც ლომს ყოველთვის მიიზიდავს ქალი კირჩხიბის თავმდაბლობა და მზრუნველობა. სწორედ ამ ქალს შეუძლია გაახვიოს ლომი მამაკაცი სითბოში, სინაზეში და აღფრთოვანდეს მისით, რაც ჭეშმარიტ ლომს ყოველთვის სჭირდება.

7. ქალი თხის რქა და მამაკაცი მორიელი

საკმაოდ კარგი შეთავსებაა. მამაკაც მორიელს უყვარს ამოცანების ამოხსნა. ქალ თხის რქას კი აქვს უნარი, დაფაროს ემოცია და გამოკეტოს ის ცხრაკლიტულში, რაც აიძულებს მამაკაც მორიელს, მუდამ ეცადოს მის გახსნას.

8. მამაკაცი კირჩხიბი და ქალი მორიელი

მამაკაცი-კირჩხიბი შეხვედრისთანავე მოიხიბლება მიმზიდველი და სექსუალური ქალი მორიელით. ძლიერი და ძალაუფლების მოყვარე მორიელი იზრუნებს სენტიმენტურ კირჩხიბ მამაკაცზე და მიიღებს მას ისეთს, როგორიც არის.

9. ქალი ვერძი და მამაკაცი ორიელი

ცეცხლს ყოველთვის შეუძლია აადუღოს წყალი - სწორედ ასეთი იქნება ქალი ვერძისა და მამაკაცი მორიელის ურთიერთობა. მშვიდ და გაწონასწორებულ ურთიერთობას ეს წყვილი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, თუმცა ვერძის ტემპერამენტი და ენერგიულობა შეივსება მორიელის ავანტიურიზმითა და ვნებით.

10. ქალი სასწორი და მამაკაცი კირჩხიბი

ეს საკმაოდ რთული კავშირია, მაგრამ საინტერესო და პერსპექტიული. კირჩხიბის რომანტიკულობა და ფანტაზია სასწორს ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებას აარიდებს. კირჩხიბს კი ყოველთვის მიიზიდავს სასწორის ესთეტიკურობა და მშვენიერების აღქმა.