აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს
1788352364
საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი მიზანდასახულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო სტიპენდიების ფარგლებში გახდნენ საქართველოს ბანკის რჩეულები, მიიღონ 100%-იანი დაფინანსება და გაემგზავრონ სასწავლებლად მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში- ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ესპანეთში.
ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში.
თუკი ამერიკაში სწავლის გაგრძელებით ხართ დაინტერესებული, და საქართველოს ბანკის ფულბრაიტის სტიპენდიის მოპოვება გსურთ ამაში ელიზბარ ხვიჩიას რჩევები დაგეხმარებათ – ის თავად არის Fulbright-ის, FLEX-ისა და Erasmus+-ის სტიპენდიატი და ამჟამად კანზასის უნივერსიტეტის დოქტორანტია.
1. არ მოგერიდოს!
თუ უცხოეთში სწავლას განიხილავ, პირველი და მთავარი რჩევაა, არ მოგერიდოს კითხვების დასმა. მიწერე ყველას, ვინც გგონია, რომ ინფორმაციის მოძიებაში ან გამოცდილების გაზიარებაში დაგეხმარება.
ეს შეიძლება იყოს პროფესორი, რომელთან მუშაობაზეც ოცნებობ, ბიბლიოთეკარი, ან თუნდაც ფიზმომზადების მწვრთნელი. გამოიყენე ყველა პლატფორმა და გააგზავნე იმეილი ყველასთან, ვინც შეიძლება შენს კითხვებს უპასუხოს.
2. ნაკლები „მე“ და მეტი „ჩვენ“
ხშირად გვგონია, რომ აპლიკაციაში გამუდმებით საკუთარ თავზე უნდა ვისაუბროთ. სინამდვილეში, პირიქითაა.
შემფასებლებს უყვართ და სიამოვნებთ, როცა კანდიდატი აჩვენებს განვითარების ღერძს – პროგრესის პოტენციალს და მონდომების უშრეტ ძალას, რომელსაც პოტენციურად არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა შეუძლია.
ამიტომ, ფოკუსირდი იმაზე, თუ როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას და არა მხოლოდ პირად მიღწევებზე.
3. ყოველდღიური გამოწვევები ნორმალურია
უცხო ენაზე, რომელსაც დიდი ხანია სწავლობ, შეიძლება სიტყვა დაგავიწყდეს. შეიძლება საცხოვრებლის პოვნაც გაგიჭირდეს. ეს ნორმალურია და არ ნიშნავს, რომ პრობლემებს ვერ უმკლავდები. ელიზბარი გირჩევს, ღიმილით შეხედე ასეთ გამოწვევებს, რადგან ყველა, ვინც საზღვარგარეთ სწავლობს, ამ გზას გადის. მთავარია, წინასწარ მოემზადო – შეისწავლო კლიმატი, უძრავი ქონების ბაზარი და ადგილობრივი მხარდაჭერის რესურსები.
4. წინასწარ შეისწავლე პროგრამა
სანამ აპლიკაციას გაგზავნი, დეტალურად გაეცანი პროგრამის კრიტერიუმებს, წესებსა და პროცედურებს. შემდეგ კი ჩაუღრმავდი მის არსს – როდის დაარსდა, რა მიზნით და როგორ კანდიდატებს ეძებს. ელიზბარის თქმით, „ეს ზარივითაა – წაიკითხავთ თუ არა თუნდაც ძალიან მშრალ ინფორმაციას პროგრამის შესახებ, შიგნიდან დარეკავს ზარი, რომ ეს თქვენთვისაა“.
გაეცანი კურსდამთავრებულების ისტორიებსაც, ეს სამოტივაციო წერილისთვის შთაგონების წყაროც შეიძლება გახდეს.
5. სამოტივაციო წერილი ყრუ რეზიუმე არ უნდა იყოს
ეს არის შენი აპლიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი, წონადი და კრეატიული ნაწილი. სამოტივაციო წერილი ერთადერთი ფორმაა, სადაც შეგიძლია, თავი ისე გამოხატო, როგორც თავად გსურს, რომ სხვამ გაგიგოს.
ფურცელზე უნდა იმღერო ისე, რომ მკითხველს მისი წაკითხვა არ მობეზრდეს.
დაიმახსოვრე, რომ ბევრის დაწერის საშუალება არ გექნება – როგორც წესი, ორი გვერდი მაქსიმუმია. ამიტომ, წერე მკაფიოდ, რელევანტურად და გულწრფელად.
საზღვარგარეთ სწავლა ბევრ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს.
ინფორმაციისთვის, ამჟამად მიმდინარეობს განაცხადების მიღება ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაზე. კონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. საქართველოს ბანკის სხვა საერთაშორისო სტიპენდიებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად კი შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს
განათლების გზაზე არ გაჩერდე