იოსებ ალიბეგაშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა და მიმდინარე პროექტები დაათვალიერა

ასპინძა

სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან, როსტომ მაგრაქველიძესთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და საკრებულოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, მოსახლეობის საჭიროებები, არსებული გამოწვევების დროული გადაჭრის გზები, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასა და სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიანი და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.

სახელმწიფო რწმუნებულმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

ამ ეტაპზე ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად ხორციელდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები სერგი მუშკუდიანი და ვახტანგ მერაბიშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძე, ასევე მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები.