დედამიწაზე წელიწადის ორი ახალი დრო გაჩნდა - მეცნიერების ახალი მიგნება
1788287182
კიევზე რუსული იერიშის შედეგად ერთ-ერთი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. თავდასხმა დღისით მოხდა, როდესაც უნივერსიტეტში მეცადინეობები მიმდინარეობდა, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია - დარტყმის მომენტში სტუდენტები და უმაღლესი სასწავლებლის პერსონალი თავშესაფარში იმყოფებოდნენ, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ უნივერსიტეტზე განხორციელდა თავდასხმა, თუმცა მედიის ცნობით, ეს კვების ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტია.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი დასავლელ პარტნიორებს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით დახმარებისკენ მოუწოდა. ანდრეი სიბიჰამ განაცხადა, რომ კიევს იერიშების მოსაგერიებლად რაკეტები არ აქვს, ევროპული ქვეყნების ნაწილი კი მათ მიწოდებას აჭიანურებს.