თსუ-ს რექტორი სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა

გიორგი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა.

სტუდენტებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო თსუ-ს საერთო საცხოვრებელთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, სასწავლო პროცესებსა და სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სტუდენტებთან შეხვედრისას გადაწყდა რომ დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება და სტუდენტები ინფორმირებული იქნებიან ყველა დასმული საკითხის მოგვარების გზებზე.

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა გასულ კვირას გამართა პრესკონფერენცია, სადაც თსუ-ის ყველა სტუდენტს და ახალგაზრდულ ორგანიზაციას უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური პრობლემატიკის მოსაგვარებლად გაერთიანებისაკენ მოუწოდა.