სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს კონკურსს ახალგაზრდულ ბანაკებში ლიდერის პოზიციაზე

ლიდერი

თუ ხარ 20-30 წლის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა ან/და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი/კურსდამთავრებული;

ხარ კომუნიკაბელური, კრეატიული, გაქვს დროის მართვის, გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტიანად მიღების უნარი, გამოიყენე შანსი, გახდე ახალგაზრდული ბანაკის ლიდერი!

შესარჩევი კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

• ლიდერობის მსურველთა მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა და გადარჩევა;
• შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
• ტრენინგი.

განაცხადების მიღება გრძელდება 24 აპრილის ჩათვლით.

ვაკანსიის პირობებს, ლიდერის ფუნქცია-მოვალეობებისა და სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალს გაეცანით ბმულზე: https://www.facebook.com/YouthAgencyGeorgia/posts/1081889853975330