„მილიარდერის ქალიშვილზე დაქორწინდა...“ - ვინ არის ბუბა ონიანის რჩეული
1759348539
სკოლებში მობილური ტელეფონის გამოყენება იკრძალება - რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება შვედეთმა და სხვა ქვეყნებმა,- ამ თემაზე გაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" ისაუბრეს:
„ცოტა ხნის წინ შვედეთმა, სკოლებში ტელეფონების გამოყენების სრულად აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის განათლების მინისტრის განცხადებით, კანონი ძალაში 2026 წლის სექტემბრიდან შევა და ის 7-16 წლამდე ასაკის მოსწავლეებს შეეხებათ.
რეგულაციას მიხედვით, გაკვეთილების დაწყებამდე მასწავლებლები მოსწავლეებს სმარტოფონებს ჩამოართმევენ და უკან მხოლოდ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაუბრუნებენ. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს მშობელთან დარეკვა დასჭირდება, შეუძლია, დამრიგებელს მიმართოს და ტელეფონი გამოიყენოს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, სასწავლო პროცესის დროს , მოსწავლეებს მობილური ტელეფონის გამოყენებას სულ უფრო მეტი ქვეყანა უკრძალავს. იუნესკოს გლობალური განათლების მონიტორინგის (GEM) ინფორმაციით, ამ ეტაპზე მსგავსი მიდგომა მსოფლიო მასშტაბით 80-მდე საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედებს. თუმცა, რეგულაციების სიმძიმე განსხვავებულია. მაგალითად: იტალიასა და საბერძნეთში მოსწავლეებს მობილური ტელეფონის გამოყენება მხოლოდ საკლასო ოთახებში ეკრძალებათ - სამაგიეროდ, მათით სარგებლობა შესვენების დროს შეუძლიათ. ლატვია 6 კლასამდე მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გაკვეთილზე სმარტფონი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენონ, თუ სასწავლო პროცესი ამას მოითხოვს (მაგ: მოიძიონ ინფორმაცია და ა.შ.). მსგავსი რეგულაციების შემოღებას უახლოეს მომავალში კიდევ არაერთი ქვეყანა გეგმავს.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ 2023 წელს ჩატარებული გამოკითხვის დროს, აშშ-ში 11-18 წლამდე მოსწავლეების 97%-მა განაცხადა, რომ სასწავლო პროცესის დროს სმარტფონებს აქტიურად მოიხმარდა. მათ მიერ გაკვეთილების დროს ეკრანთან გატარებული დრო ჯამში - 1 საათიდან 6 საათამდე მერყეობდა.
საერთაშორისო ორგანიზაციის OECD-ის (რომელიც განათლების სფეროში ფართომასშტაბიანი კვლევებით არის ცნობილი) მიერ 2022 ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც 81 ქვეყნის, 15 წლამდე ასაკის, 700 ათასამდე მოზარდი მონაწილეობდა. მათგან 65%-მა განაცხადა, რომ სასწავლო პროცესის დროს სმატფონის გამოყენება კონცენტრაციის უნარს აკარგინებდა. 59%-მა კი აღნიშნა, რომ კონცეტრაციაში ხელს სხვა მოსწავლეების მიერ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება უშლია.
ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში 2025 წელს გამოქვეყნებული უახლესი კვლევის მიხედვით, აშშ-ში, მოზარდების მიერ გაკვეთილების დროს ეკრანთან გატარებული დრო საშუალოდ 1-2 საათამდე მერყეობს. 25%-ის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 2-საათზე მეტია".
ვრცლად: