პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღეიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ტრადიციულად საგამოცდო პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნება.
ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში, აბიტურიენტთა პირველ ნაკადს 08:00 საათზე ელოდებიან. გამოცდა ერთ საათიანი სარეგისტრაციო პროცედურის დასრულების შემდეგ, 09:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციაზე დაგვიანების შემთხვევაში აპლიკანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან.
წელს დარეგისტრირებულია 90 000-მდე აპლიკანტი, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა. მათ შორის არიან აბიტურიენტები, მაგისტრობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე და პედაგოგების გამოცდაზე გამსვლელები. წელს, პანდემიის პირობებში პირველად, პროცესი რეგულაციების გარეშე ჩაივლის, თუმცა სურვილის შემთხვევაში პირბადის ტარება შესაძლებელია.