საქართველოს ბანკის sCool Card-მა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სპეციალური პლატფორმა - bolozari.bog.ge შექმნა

ბოლო ზარი

საქართველოს ბანკი ახალგაზრდა თაობის ინტერესებისა და საჭიროებების შესწავლას განაგრძობს, რათა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს მათზე მორგებული პროდუქტები, სერვისები და ახალი შესაძლებლობები შესთავაზოს. იმისთვის, რომ ბოლო ზარის სამზადისი მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს, ბანკმა მათ სიახლე მოუმზადა. http://bolozari.bog.ge/  - სპეციალურად დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პლატფორმაა, სადაც საქართველოს ბანკმა მე-12 კლასელების ჰობების, ინტერესების, გემოვნებისა და იდენტობის შესაბამის ილუსტრაციებს მოუყარა თავი.

მოსწავლეები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვიტავთ რა დაიხატონ პერანგზე, სპეციალურად მათთვის შექმნილი ილუსტრაციებიდან შეძლებენ შეარჩიონ სასურველი, ჩამოტვირთონ ის და maika.ge-ში დაპრინტვის შემთხვევაში, sCool Card-ით გადახდისას 40% ქეშბექით ისარგებლონ. 

ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3wEIJ4T

„ბოლო ზარის დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პერანგების საშუალებით თვითგამოხატვაა. თუმცა, რაც უფრო ცოტა დრო რჩება ბოლო ზარამდე, იმატებს მღელვარება და ძნელდება იმ ერთი ვიზუალის შერჩევა, რომელიც ამ მნიშვნელოვან დღეს შენთან ერთად გაატარებს.  სწორედ ამიტომ, შევქმენით პლატფორმა, სადაც მოსწავლეები ბოლო ზარისათვის სასურველი მზა ილუსტრაციის შერჩევას და მის სპეციალური ფასდაკლებით დაპრინტვას შეძლებენ. გარდა ამისა, ბოლო ზარისთვის sCool Card-მა მოსწავლეებს მათ საყვარელ კვების და გასართობ ობიექტებში სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა, რომელიც ამ პერიოდს უფრო მრავალფეროვანს გახდის. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სკოლის მოსწავლეებისა თუ სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

sCool Card-ის შეთავაზებების შესახებ მეტი დეტალის ნახვა შესაძლებელია:

https://bit.ly/3wwIDw2