1745739169
როგორ ჩაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველმა დღემ - naec.ge განცხადებას ავრცელებს

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
,,2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს დარეგისტრირებულებიდან 95%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები, ამიტომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას - ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.
5 ივლისს საგამოცდო პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება. პირველი სესიისათვის რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყება." - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.