NAEC-ი მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ისტორიაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში მასწავლებელთა გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.

საკუთარი შედეგის გასაგებად, გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge და შესაბამის ველში პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდი მიუთითოს.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი ქულის ნახვის შესაძლებლობა.

სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა საგნის შედეგის გამოქვეყნების დასრულებისთანავე დაიწყება.

ტესტები და შეფასების სქემები