1759260719
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ჟანა ხაჩატურიანი გახდა

„მასწავლებლის 2025 წლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის „მე და საზოგადოების“, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი ჟანა ხაჩატურიანი გახდა.
გამარჯვებულს 15 000 ლარი გადაეცემა.
შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 142 მასწავლებელი ჩაერთო. მათგან საუკეთესო ათეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.
ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize -ის ნაწილს წარმოადგენს. ჯილდო მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.