პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ მონაწილეობა მიიღო თანასწორობის კვირეულის გახსნით ღონისძიებაში, რომელსაც ევროპის საბჭო, პარტნიორ უწყებებთან და ორგანიზაციებთან ერთად, ყოველწლიურად ატარებს.
ღონისძიება ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, სტეფან სირბუმ გახსნა. შეხვედრას სხვადასხვა სახელმწიფოს უწყების, პარლამენტის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა, თავის გამოსვლაში, ყურადღება გაამახვილა სასკოლო სივრცეში თანასწორობისა და ტოლერანტობის ღირებულებების განმტკიცების მნიშვნელობაზე.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო, თანასწორი, ზრუნვაზე ორიენტირებული და ტოლერანტული გარემოს განმტკიცებას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მოზარდებში შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებაში, რაც მათი განვითარების და სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბების წინაპირობაა,“ - განაცხადა მანდატურის სამსახურის უფროსმა.
როგორც გელა გელაძემ აღნიშნა, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, უკვე მეოთხე წელია, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის საბჭოსთან და ასევე, აქტიურად არის ჩართული თანასწორობის კვირეულში. მიმდინარე წელს, გასული წლების მსგავსად, მანდატურის სამსახური თანასწორობის კვირეულს მრავალფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებებით აღნიშნავს.
თანასწორობის კვირეულის გახსნითი ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.