„ინფორმაცია, თითქოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი დადგენილება სტუდენტთა კვოტირების შესახებ მოქმედ სტუდენტებს ეხება არის სრული სიცრუე“ - ზვიად გაბისონია

ზვიად გაბისონია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიას განმარტებით მთავრობის ახალი დადგენილება სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტთა კვოტირების შესახებ არ ვრცელდება მოქმედ სტუდენტებზე.

„სხვადასხვა მედიასაშუალებისა და ოპოზიციურად განწყობილი პირების მხრიდან მიზანმიმართულად გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი დადგენილება სტუდენტთა კვოტირების შესახებ მოქმედ სტუდენტებს ეხებათ არის სრული სიცრუე.

ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ მთავრობის დადგენილება არ ვრცელდება სახელმწიფო უნივერსიტეტების მოქმედ სტუდენტებზე და შეეხება მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩაირიცხებიან სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების, განსაკუთრებით კი, სტუდენტების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება‘‘, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.