ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ - დღეს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია
1772013188
ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო და რეფორმის აუცილებლობასა და შრომის ბაზრის ანალიზის მიხედვით უნივერსიტეტებში კვოტების განაწილებაზე ისაუბრა.
გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლზე და აღნიშნა, რომ ის ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი და აჭარის რეგიონში უმაღლესი განათლებისა და კულტურის მთავარი კერაა.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ.
შეხვედრაზე აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების, კვლევითი საქმიანობის გაძლიერებისა და რეგიონის საჭიროებებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწის საკითხებიც განიხილეს.
მინისტრმა აკადემიური პერსონალის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, ბათუმის დელეგატი არჩილ ბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.