განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა

 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე  მოსმენით მხარი დაუჭირა.

საკითხი სხდომაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მინდია დიასამიძემ წარადგინა.

ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა და მიზნად ისახავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს დასახელების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას. კერძოდ, 2025 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყო და ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო.
ცვლილებების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაცვლად კანონში მიეთითება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს მოქალაქის მარიამ ბოხუას მიერ წარმოდგენილი  300-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილი პეტიცია 2026–2027 სასწავლო წელს პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვრის ცვლილებასთან დაკავშირებით.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პოზიცია წარადგინა. აგრეთვე, მიმოიხილა არსებული  სტატისტიკური მონაცემები და განსაკუთრებული ყურადღება სასკოლო მზაობის საკითხზე გაამახვილა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, პეტიციის განხილვამდე კომიტეტის თავმჯდომარე პეტიციის ავტორებსა და ხელმომწერებს შეხვდა და მათ მოსაზრებებს გაეცნო.

კომიტეტმა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, პეტიციის შემდგომი შესწავლა და განხილვა მიზანშეუწონლად მიიჩნია.